"კისრის და მხრის ტკივილმა გამაღვიძა, შემდეგ კი ეს მოხდა..." - ვან დე საარმა მოჰყვა, როგორ გადაიტანა ინსულტი

AutoSharing Option
ცნობილმა ნიდერლანდელმა მეკარემ ედვინ ვან დე საარმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კიპერმა 2023 წელს 53 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა და Sky Sports-საც ამის შესახებ ესაუბრა.

"შვებულების ბოლო დღე იყო, კისრის და მხრის ტკივილმა გამაღვიძა. კიდევ რამდენიმე წუთი და უკვე გულისრევა მქონდა. თავიდან ეს ყოველივე რაღაც კვებით მოწამვლას ჰგავდა, მაგრამ ფანჯარაში გარეთ სინათლე ვეღარ დავინახე, თანაც უკვე დილა იყო და მივხვდი, რომ საქმე სხვა რაღაცასთან მქონდა.

საწოლზე დავწექი და ექიმების გამოძახება ვითხოვე. მაშინვე მითხრეს, რომ ეს ინსულტი იყო. საავადმყოფოსკენ
მიმავალ გზაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. მეჩვენებოდა, რომ მე და ჩემი სხეული ორი განსხვავებული პიროვნება ვიყავით. უკვე საავადმყოფოში გონზე მოვედი.

სიმართლე გითხრათ, ეს შოკი იყო. სრულიად ჯანმრთელი ხარ, ერთ დღესაც იღვიძებ და ეს ყოველივე ხდება. ამაზე არასდროს მიფიქრია", - იხსენებს ვან დე საარი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ლეგენდავ!
ირაკლი
19:05 11-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული