მესი: ჩემს კარიერაში ეს ფეხბურთელი ყველაზე მეტად მაბრაზებდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა შემტევმა ლიონელ მესიმ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად აბრაზებდა.

მაიამის "ინტერის" ვარსკვლავმა ასეთად სერხიო რამოსი მიიჩნია, რომელთან დაპირისპირებაც "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდში "ელ კლასიკოში" უწევდა.

"რამოსთან ბევრი შეტაკება და კონფლიქტი მქონია. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად მაბრაზებდა.

შემდეგ ჩვენ თანაგუნდელები გავხდით, მაგრამ ყოველთვის ვჩხუბობდით. "ელ კლასიკოში" დაძაბული მატჩები იყო", - ციტირებს მესის Give Me Sport.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალის გულშემატკივარი ვიყავი,სანამ ის ბრწყინვალე თაობის გუნდი იყო,რობერტო კარლოსის,რაულის და ა.შ.ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელები,არასოდეს არ კადრულობენ მოედანზე უღირს საქციელს,მიზანმიმართულ უხეშობას და სხვადასხვა უმსგავსოებებს გამარჯვების მისაღწევად.ის გუნდი ასეთ რამეებს არ კადრულობდა.შემდეგ წლებში,რეალმა დაიწყო ისეთი ფეხბურთელების აყვანა,რომლებსაც საფეხბურთო მორალი არ აღელვებდათ,ჩამოთვლას არ დავიწყებ,გულშემატკივარმა კარგად იცის.რამოსი მხოლოდ ერთერთი მათგანია.ეს უმსგავსოება უკვე ტრადიციად იქცა რეალში.მხოლოდ მიღწევები არ კმარა.გულშემატკივარს უნდა,რომ მისი გუნდის ფეხბურთელები,დიდი ადამიანებიც იყვნენ და წარმატების მისაღწევად ყველაფერს არ კადრულობდნენ.ამავე მიზეზით ვერასდროს შევადარებ რონალდოს და მესის,სამართლიანი გულშემატკივარი დამეთანხმება,კარგად გვახსოვს რონალდოს უამრავი არტისტობა,რაც არ შეეფერება დიად პიროვნებას და ფეხბურთელს.არცერთი,მსოფლიოს საუკეთესოდ აღიარებული ფეხბურთელი არ კადრულობდა ისეთ რამეებს,როგორსაც რონალდო,პელე,მარადონა,კრუიფი და ბევრი სხვა უდიდესი ფეხბურთელი.
ამის გამო შემძულდა რეალი და მის წინააღმდეგ ვგულშემატკივრობ,ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს!
ზურაბ
13 დეკემბერი 2024 17:40
6
არ ყოფილხარ შენ რეალის ნამდვილი გულშემატკივარი, რეალს ვგულშემატკივრობ სანტილიანა, მიჩელი, უგო სანჩესი რომ თამაშობდნენ იმ დროიდან და ჩემთვის რეალი როგორც კლუბი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ცალკეულად აღებული ნებისმიერი ფეხბურთელი. შენ უბრალოდ ყველა მაგარმა ფეხბურთელმა რომ მოიყარა თავი ერთად რეალში იმიტომ გახდი რეალის ფანი, ისინი მომავალ წელს რომ გადასულიყვნენ ყველა ერთად ბაიერნში, ბაიერნის ფანი გახდებოდი
მამუკა
19 დეკემბერი 2024 05:24
0

სიახლეები პოპულარული