თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივი პრემიერ ლიგის ბინადარი "ჩერკასაის" მთავარი მწვრთნელი თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი ანდრეს კარასკო დაითხოვეს.

xsport.ua-ს ინფორმაციით, კლუბი ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, ამ დღეებში გააკეთებს, მაგრამ საწვრთნელ პროცესს ესპანელი უკვე აღარ ხელმძღვანელობს და ეს მოვალეობა ახალგაზრდულ გუნდში მომუშავე სპეციალისტებმა ჩაიბარეს.

მოსალოდნელია, რომ "ჩერკასაის" ახალი მწვრთნელი, სადაც ქართველი შოთა ნონიკაშვილი თამაშობს, რომან გრიგორჩუკი გახდება.

ინფორმაციისთვის, კარასკომ "ჩერკესაი" მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. უკრაინის პრემიერ ლიგის დაწყებიდან 16 ტურია გასული, გუნდი კი 18 ქულით მე-10 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული