"დღეს მე ვემშვიდობები ჩემს პირველ სიყვარულს. ვასრულებ მოგზაურობას, რომელიც 15 წლის ასაკში დაიწყო. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან! მადლობა ჩემს მშობლებს, დებს, ყველა ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს ლილის, რომლის მხარდაჭერაც ფასდაუდებელი იყო.
ჩემი შემდეგი დიდი ოცნებაა, რომ ესტონეთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში TOP-50-ში შეაღწიოს და ვიცი, რომ ამის პოტენციალი გვაქვს. მჯერა, რომ ამ ოცნებაში ჩემი წვლილის შეტანა შემეძლება და ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის
ინფორმაციისთვის, კლავანს "ლივერპულის" გარდა "კალიარიში", "აუგსბრუგში", "ალკმაარსა" და "ჰერაკლესშიც" უთამაშია. ბოლოს ის სამშობლოში "კალევის" ფორმას ირგებდა.