მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა - რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები

AutoSharing Option
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის თანაგუნდელებთან ლუის სუარესთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად ბაქოში იმყოფებოდა.

მსოფლიო ვარსკვლავების აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასვლის მიზეზი Crystal Hall-ში გამართული საქველმოქმედო ღონისძიება იყო.

ისინი ფანებს შეხვდნენ, ესაუბრნენ, ავტოგრაფიანი მაისურები დაურიგეს და ბილეთებით შემოსული თანხა სრულიად ქველმოქმედებას მოხმარდება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და მომღერალ ვილი ვილიამი, რუმინული ბენდი "მორანდი" და ადგილობრივი მუსიკის ჯგუფი "ნათიქი". ნაჩვენები იყო ფილმი ლიონელ მესის შესახებ.

ფეხბურთელბმა პატივი მიაგეს ჰეიდარ ალიევის საფლავს და
აღფრთოვანებულები დარჩნენ ყარაბაღული ცხენებით. მათ აზერბაიჯანის დედაქალაქი უკვე დატოვეს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
აზერბაიჯანი არც ევროკავშირში შესვლას აპირებს და არც ნატოსთვის იჭრის ვენებს ,მაგრამ ჩვენზე მეტ პატივისცემას და დაფასებას იმკის საერთაშორისო დონეზე.
არგუტი
12 დეკემბერი 2024 21:47
23
როცა, ასეთი შიდა მტერი გყავს, როგორიცაა ნაცსექტა კიდევ "კარგად" ვართ რა?
ზურიკოს
13 დეკემბერი 2024 18:09
1
აზერბაიჯანთან შედარება კარგია მაგრამ ისეთი ურესურსო ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ არარეალურია…ვისაც რეალური დამოუკიდებლობა სურს ის ქმნის წარმოებას ძლიერ ეკონომიკას და თავდაცვის სისტემას. ჩვენმა რომელიმე ვაი მთავრობამ შექმნა მსგავსი რაიმე? დამოულიდებლობა კაია მარა ასე ჰაერზე არ მოდის შრომა ჭირდება და არა ომი გინდას ძახილი )))
ზურიკო
13 დეკემბერი 2024 10:48
2
ყველა გამოხმაურება
საქართველოშიც უნდოდა შემოსვლა, უნდოდა გაეცნო მისი კოლეგა აწ უკვე საპრეზიდენტო უალტერნატივო კანდიდატი, მაგრამ ვერ გაიხსენა თუ სად და როგორ თამაშობდა
დავით 67
12 დეკემბერი 2024 19:15
26
ნუ სადაც მესიზეა სტატია, იქ შენ, რო არ წამოყო თავი, ისე როგორ შეიძლება? მაგრად ხარ ჩაციკლული და ეგ უკვე დიაგნოზია!
დავით 67-ს
13 დეკემბერი 2024 18:13
1
ზეგამოჭრილია შენზე ბერდება და ……..!!!!ახლა ხომ უკეთესი გყავს წადი ჩაყევი საფლავში …
მდაა
12 დეკემბერი 2024 21:37
9
ჩაახუტებდა ალიევი თითოს 10 ან 20 ლიმონს მაინც და რატომაც არ ჩავიდოდნენ? ერთ დღეში მთელი სეზონის შემოსავალს რომ გადაგიხდიან, ტამბოვშიც ჩახვალ მგლებთან.)))) გენო, შე ტამბოველო მგელო, შენა))))))))))))
ფული ბაბაია, ფული!
12 დეკემბერი 2024 15:26
8
აი თქვენი ურსულა ფონ დერ ლაიენი რომ ეახლა ალიევს, იმხელაზე დაუკრა თავი, ყველას შეეშინდა, რამეს ხომ არ აპირებს ეს ქალი კამერების წინო... ნეტა, ურსულას რა და რამდენი ჩაახუტეს?
ჰაიმეეე
12 დეკემბერი 2024 16:01
14
მესის იმხელა შემოსავალი აქვს, რო აქეთ ეხმარება ყველას! ისე რო ფულებზე შენნაირები ხართ დახარბებულები.
ფულ ,ბაბაიას
12 დეკემბერი 2024 17:29
13
ყველაფერში როგორ გაგვასწრეს აზერებმა...
მანფრედ კალცი
12 დეკემბერი 2024 15:42
17
ჰოდა ახლა, მესი რომ ვინმეს პასს მისცემს, ორი აზრი ვეღარ იქნება, არავინ აღარ მიიღებს იმ პასს, წამოიღებენ იმ ბურთს და საზმაუს ყოფილ შეფს გია ჭანტურიას გადასცემენ ალაფის სახით... ისა და კრიშტიანუსგან თუ შეიძლება პასის მიღება ან კიდევ უარესი, მაგისთვის პასის მიცემა, დაწერეთ ყველა რეგულაცია, ემანდ შარში არ გაეხვივნენ სახელოვანი ფეხბურთელები...
დდდ
12 დეკემბერი 2024 15:56
12
მე მგონი აჭარბებთ,აღფრთოვანება გამოხატეს ალბათ,მაგრამ "დარჩნენ" მეტისმეტია, ბაქოს ცხენებმა დატოვა ეგ მილიონერები აღფრთოვანებული?
Levani
12 დეკემბერი 2024 15:15
0
ჰეიდარ ალიევის საფლავზე როგორ უნდა "მიიპატიჟო" ან მიიტყუო სტუმარი, თანაც ისეთი სტუმარი როგორც მსოფლიო სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი, თუნდაც 10 მილიონს უხდიდე რას გავს ეს. არა რა ასეთი ქვეყნები ფეხბურთს საერთოდ არ უნდა გააკარო საერთოდ
?
13 დეკემბერი 2024 01:27
16
ყველაფერში ნეგატივს როგორ ხედავთ ბიჯო?!)
გიუშა
12 დეკემბერი 2024 20:19
0
მიზეზი თუ საქველმოქმედო ღონისძიება იყო, რომელიმე საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცათ ის მილიონები, რაც მესის გუნდელებს გადაუხადეს.
ქ. გ.
12 დეკემბერი 2024 17:46
1

სიახლეები პოპულარული