შეთანხმება შედგა - "ნაპოლი" "იუვენტუსიდან" მცველს იმატებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" განაპირა მცველი დანილო დიდი ალბათობით, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Canale 21 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის სასწრაფოდ დამატება, პირადად "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს მოთხოვნა იყო.

გამოცემის ინფორმაციით, დანილომ "ნაპოლიში" გადასვლაზე უკვე თანხმობა განაცხადა, მხარეები კი "იუვესთან" კონტრაქტის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

დანილოს დაცვით ხაზში ყველა პოზიციაზე უთამაშია, იგი სხვადასხვა დროს "სანტოსისი", "პორტოს", "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა, 2019 წლიდან კი "ბიანკონერიში" ასპარეზობს, ბრაზილიელმა "ბებერი ქალბატონის"
რიგებში ჩატარებულ 156 მატჩში თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altდანილომ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯობია ჩივაძე დაიმატონ ან რობერტო კარლოსი, 33 წლის მცველს რომ იმატებ
ვახო
12:34 23-12-2024
3
ლაურას "იყიდე-გაყიდე" გრძელდება )))
ვის ახსოვს ფეხბურთი?
გია_544
13:25 23-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული