როგორც იქნა - მარიო რუიმ და "ნაპოლიმ" გამოსავალი იპოვეს

AutoSharing Option
"ნაპოლი" მარიო რუის კონტრაქტს გაუწყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც "პარტენოპეი" ანტონიო კონტემ ჩაიბარა, გამოცდილმა სპეციალისტმა პორტუგალიელს მაშინვე აცნობა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.

შესაბამისად, მარიო რუი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

განაპირა მცველმა გასულ ზაფხულს რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზება მიიღო, თუმცა რუიმ "პარტენოპეის" დატოვება იუარა.

შეგახსენებთ, რუი "ნაპოლის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

alt"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე

alt

დე ლაურენტისმა მარიო რუი ურჩობისთვის მკაცრად დასაჯა

altამ გადაწყვეტილებას ოჯახის გამო იღებს - მარიო რუის მომავალზე იტალიური პრესა წერს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველ ხალხს ყველაზე დიდი მტერი სათამაშო ბიზნესი ყავს!!!!
სიმართლე
13:12 29-12-2024
2

სიახლეები პოპულარული