"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე" - ანტონიო კონტე

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, მან კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სთხოვა, რომ თუ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას.

"უკვე 41 ქულა დავაგროვეთ, ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ამას ვერავინ იფიქრებდა. ამით უნდა ვიამაყოთ, თუმცა ამავდროულად ამაზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ზრდა გავაგრძელოთ. 

ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ გაუმჯობესება არ შეწყვიტონ, ამას საკუთარი თავისგანაც ვითხოვ. 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს ვთხოვე, რომ არ დავსუსტდეთ და თუ გუნდის
გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ატალანტასთან" ერთად ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

alt"კვარაცხელია და ნერესი ერთად?" - კონტემ კითხვაზე უპასუხა

alt"იცით, რა დაარქვა კონტემ თავის შვილს?! მან ეს სწორედ ამიტომ გააკეთა..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი "პარტენოპეის" მწვრთნელზე

altCorriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრაზი 100% იანი ხარ. ძაან მიყვარს ფეხბურთი,მაგრამ ასეთი უთანასწორობა ფსიქოლოგიურად დამანგრევდა. არ გატყდე ხვიჩა!
ცხვოვრებისეული გამოცდაა.წინ დიდი მიზნებისკენ!!!
daviti
19:38 30-12-2024
0
კაცმა გააჩემპიონა გუნდი და ორი წელია ხელფასის ღირსეულად ზრდის საკითხი ვერ გადაუწყვიტა ამ ვაიპრეზიდენტმა.ლამის მთელ გუნდს მასზე მეტს უხდიან,გუშინ მოსულ ნერეშს სულაც ექვს მილიონსო.არ ექნება ხვიჩას იმედგაცრუებისა და უხასიათობის სრული მიზეზი და საფუძველი?არ აისახება განა ეს მისი თამაშის ხარისხზე? ჰაი,ჰაი,რომ აისახება უარესობისკენ.რკინის ნერვები და ფსიქიკა ხომ არა აქვს,ბოლოსდა ბოლოს,ამ 23 წლის ბიჭს?!
ღმწრთმა ჯანმრთელობა,გამძლეობა მოგცეს,ძმაო ხვიჩა!!!
ბრაზი
17:37 30-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული