"ყველაფერი შეიცვალა, ამის გამო გარეთ იშვიათად გავდივარ" - როდრი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა, As-თან ინტერვიუში Ballon d'Or-ის მოგების შესახებ ისაუბრა.

ესპანელი ფეხბურთელის თქმით, აღნიშნული ჯილდოს მიღებამ, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.

"Ballon d'Or-ის მოგებამ, ჩემი ცხოვრება შეცვალა. როდესაც ეს ჯილდო მივიღე, თავიდან ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ამან ხალხისგან დამაშორა.

საზოგადოებაში იშვიათად ვჩნდები, გარეთ თითქმის არ გავდივარ. ვეღარ ვაკეთებ რაღაცებს, რასაც ადრე ხშირად ვაკეთებდი.

თუმცა ეს ყველაფერი სასიხარულო მიზეზის გამო მოხდა. Ballon d'Or-ის მოგება, ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტი იყო", - განაცხადა როდრიმ.

alt"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები,

რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

alt"რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?" - როდრიმ განმარტა

alt"ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა როდრიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული