"ალბათ მარიო რუის მოკლე მეხსიერება აქვს. მან თქვა, რომ "ნაპოლის" დატოვება არ სურდა? პორტუგალიელი "სან პაულოს" დირექტორთან ტრანსფერს პირადად ათანხმებდა, მოლაპარაკებებში ჩავერიე და ბრაზილიულ კლუბს მისთვის უკეთესი პირობები შევათავაზებინე, მაგრამ უცბად წასვლა გადაიფიქრა.
რუი უმადურია. ის, რომ "ნაპოლიში" 7 წელი თამაშობდა, ჩემი დამსახურებაა და მადლობა მხოლოდ ჩემთვის უნდა გადაეხადა, რადგან ყოველ წელს კლუბიდან წასვლას მთხოვდა.
ცნობისთვის, გიუფრედი "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელის, კერძოდ ჯოვანი დი ლორენცოს, მატეო პოლიტანოს და მაიკლ ფოლორუნშოს საფეხბურთო აგენტია.
როგორც იქნა - მარიო რუიმ და "ნაპოლიმ" გამოსავალი იპოვეს
"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე