"ალბათ მარიო რუის მოკლე მეხსიერება აქვს. მან თქვა, რომ "ნაპოლის" დატოვება არ სურდა? პორტუგალიელი "სან პაულოს" დირექტორთან ტრანსფერს პირადად ათანხმებდა, მოლაპარაკებებში ჩავერიე და ბრაზილიულ კლუბს მისთვის უკეთესი პირობები შევათავაზებინე, მაგრამ უცბად წასვლა გადაიფიქრა.
რუი უმადურია. ის, რომ "ნაპოლიში" 7 წელი თამაშობდა, ჩემი დამსახურებაა და მადლობა მხოლოდ ჩემთვის უნდა გადაეხადა, რადგან ყოველ წელს კლუბიდან წასვლას მთხოვდა.
ცნობისთვის, გიუფრედი "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელის, კერძოდ ჯოვანი დი ლორენცოს, მატეო პოლიტანოს და მაიკლ ფოლორუნშოს საფეხბურთო აგენტია.
როგორც იქნა - მარიო რუიმ და "ნაპოლიმ" გამოსავალი იპოვეს
"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე
რუი პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი იყო და მის კვალიფიკაციაზე,ეჭვები არავის უნდა ჰქონდეს.აქ ბევრი აგინებს,ხვიჩას გამო,მაგრამ მის გვერდით,ხვიჩა გაცილებით უფრო შედეგიანი იყო და რატომღაც ამას ვერ ამჩნევდნენ.ფეხბურთი მხოლოდ პასი არ არის და რუი კვარას,ან პირიქით,ზონებს ისე კარგად უთავისუფლებდნენ,რომ გუნდი გაცილებით მეტ ხეირს ნახულობდა.რუი შეტევაში უფრო ძლიერია,ვიდრე ოლივერა,მაგრამ კონტეს ფეხბურთი დაცვითი ფეხბურთია და რუის მსგავსი ფეხბურთელი,მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.აქ კლასის კი არა,მწვრთნელის საფეხბურთო გემოვნების საკითხია,გადამწყვეტი.