მესი ბაიდენის დაჯილდოვებაზე არ გამოცხადდა - აშშ-ში არგენტინელისთვის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მინიჭებამ აღშფოთება გამოიწვია

AutoSharing Option
Daily Mail წერს, რომ მაიამის "ინტერის" ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი 4 იანვარს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, სადაც მისთვის და კიდევ 18 სხვა ადამიანისთვის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი უნდა გადაეცა.

ეს მედალი არის ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივი, რომელიც ენიჭება ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა თუ აშშ-ის კულტურის, კეთილდღეობისა თუ უსაფრთხოების საქმეში.

საინტერესოა, რომ ამავე დღეს კამერებმა მესი სამშობლოში, საკუთარ სახლში შვილებთან ფეხბურთის თამაშის დროს დააფიქსირეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა განმარტა, რომ მზადაა ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტის ხელიდან მიიღოს,
ოღონდ სხვა დღეს, რადგან ამჟამად ოჯახთან ერთად შვებულებაშია.

მესისთვის მედლის მინიჭების გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ამერიკული საზოგადოების აღშფოთება, რადგან თვლიან, რომ ლეომ ძალიან ცოტა დრო გაატარა აშშ-ში, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება შესძლებოდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
მესისაც გაეგზავნა ვინმე თავისიანი ჯილდოს მისაღებად.
უცებ არ მიხვდეს ბაიდენი, ლეოს ჩამოართმევს ხელს, თუ მიკლუხო მაკლაის.
ჯეჯე
00:39 06-01-2025
5
სირცხვილი და დაცინვაა ისაა რომ ნაცები ამ ქვეყანაში კიდევ ხმამაღლა ლაპარაკობთ.
Გაბო
16:04 05-01-2025
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული