სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით" იტყობინება, რომ პსჟ-ის მცველი მილან შკრინიარი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელი გახდება.
29 წლის სლოვაკით "ტოტენჰემი" და "გალათასარაი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მას "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პირდად დაურეკა და თავის გუნდში გადასვლაში დაარწმუნა.
ის სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე გაემგზვრა სტამბოლში. შკრინიარმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 15 მილიონი ევროა.