თურქული "პოსტას" რეპორტიორმა ტოლგა ბოზდუმანმა განაცხადა, რომ "ნაპოლიდან" გალათასარაიში" იჯარით გაშვებულ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენთან ხუთშაბათ ღამით კონფლისტი მოუვიდა.
ბოზდუმანის თქმით, თავის სამ მეგობართან ერთად ოსიმენს სურათები გადაუღეს, როდესაც ის ღამის ბარიდან გამოდიოდა, რამაც ნიგერიელი გააბრაზა, თავს დაესხა, თავში მუშტი ჩაარტყა და ფოტოაპარატის წართმევას შეეცადა, რისი უფლებაც არ მისცა. შემდეგ ვიქტორმა კადრების განადგურების სანაცვლოდ ფული შესთავაზა, მაგრამ რეპორტიორმა უარი უთხრა და ფეხბურთელი დაემუქრა.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.