"იკერი ძუნწია, უკეთესი ფეხბურთელი იყო, ვიდრე შეყვარებული" - კასილასისა და ყოფილი პორნო ვარსკვლავის ურთიერთობის ამბის გავრცელების შემდეგ, ვითარება სკანდალურად განვითარდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ესპანელი მეკარის იკერ კასილასისა და ყოფილი პორნო ვარსკვლავის კლაუდია ბაველის ურთიერთობის ამბის გავრცელების შემდეგ, ვითარება სკანდალურად განვითარდა.

გოგონამ ესპანურ სატელევიზიო შოუ De Viernes-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ იკერთან ფოტოების გავრცელების შემდეგ, მას ყოფილი მეკარე დაშორდა. ამასთან, ბაველმა რამდენიმე საინტერესო გზავნილიც გააჟღერა.

მან თქვა, რომ იკერი ძუნწია, რადგან მას ჭიქა ღვინო სთხოვა, "რეალის" ლეგენდამ კი უპასუხა, რომ სუპერმარკეტში წასულიყო და ბოთლი თავად ეყიდა.

ბაველმა ასევე აღნიშნა, რომ კასილასი უკეთესი მეკარე იყო, ვიდრე შეყვარებული. გოგონას ეს გზავნილები იკერას ძალიან არ
ესიამოვნა და შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

კასილასმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მისი ღირსების შელახვა იყო და ყველას სთხოვს, რომ მისი პირადი ცხოვრება სამსჯავროზე არ გამოიტანონ, თავად კი ამას არასდროს აკეთებდა. 

"14 წლიდან ვარ ჩართული პროფესიულ ფეხბურთში. კარიერა, რომელმაც ბევრი სიხარული მომცა, ალბათ, ყველაზე დიდია და ვამაყობ, იყო საზოგადოების მხრიდან უზარმაზარი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი.

ჩემს პირად ცხოვრებაზე არასდროს მისაუბრია და რაიმე ექსკლუზივით სარგებელი არასდროს მიმიღია. ყოველთვის ვითხოვდი პატივისცემას და თავს შორს ვიჭერდი ჭორებისგან.

ძნელია იმის დაშვება, რომ გარკვეული ადამიანები ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე დადიან გადაცემებში ჩემზე ან ჩემს გარემოზე სალაპარაკოდ, ჩემს პირად ცხოვრებაზე აბსოლიტური უგულვებელყოფით, ჩემს კონფიდენციალურობასა და ღირსებაზე თავდასხმით. მათ უნდათ, რომ ჩემს ხარჯზე მარტივი პოპულარობა მიიღონ", - დაწერა იკერმა და არ გამორიცხა, რომ საქმე სამართლებრივი მხარე მიეცეს.

იკერის ამ პოსტის საპირისპიროდ დღეს განცხადება უკვე ბაველმა გამოაქვეყნა, რომელმაც დაწერა, რომ როგორც სხვას, მასაც აქვს უფლება თავისი გამოცდილება გააზიაროს და ეს სხვა ადამიანებზე თავდასხმას არ ნიშნავს და არასდროს უცდია, რომ თავისი სიტყვებით ვისმეზე როდისმე ზიანი მიეყენებინა.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობა არის საერთო გამოცდილება. ამ ამბის ჩემი მხარის გამოხატვა არ არის პირადი ცხოვრების ხელყოფა, არამედ ჩემი თავისუფალი გამოხატვის უფლების გამოყენება. არასოდეს ყოფილა ჩემი განზრახვა, რომ ვინმე გამომეყენებინა ან ზიანი მიმეყენებინა ჩემი განცხადებებით.

ჩემთვის გასაკვირია, რომ ჩემი ჩვენება თავდასხმად არის წარმოდგენილი. რაც მე ვილაპარაკე, ეფუძნება რეალურ ფაქტებს, რომლებიც ჩემი ცხოვრებისა და ჩემი პირადი გამოცდილების ნაწილია.

მსოფლიოში, სადაც ქალები თავის უფლებებისთვის იბრძვიან, შემაშფოთებელია, რომ ხდება ჩემი გაჩუმების მცდელობა და წარმომაჩინონ ცნობადობის გაზრდის მსურველად სხვის ხარჯზე.

კონფიდენციალურობის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სიმართლის პატივისცემა და თითოეული ადამიანის უფლებაა, გაუზიაროს თავისი გამოცდილება სხვას.

ღრმად ვწუხვარ, რომ ეს ვითარება ასე გამწვავდა და არის მცდელობა, რომ ჩემი ამბავი პატივის ან ცილისწამების საკითხად გადაიქცეს, როცა უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან ვისაუბრე.

კონფლიქტი ან დაპირისპირება არ მსურდა, მაგრამ არ დავუშვებ ჩემი გზავნილის დამახინჯებას ან არაკეთილსინდისიერ მოქმედებაში დადანაშაულებას", - წერს ბაველი.

ინფორმაციისთვის, კასილასი 2021 წელს ხუთლიანი თანაცხოვრების შემდეგ ტელეწამყვან სარა კარბონეროს გაშორდა. რაც შეეხება ბაველს, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოზარდთა საიტ Onlyfans-ზე განთავსებული კონტენტით ის ყოველთვიურად დაახლოებით 17 000 ფუნტს გამოიმუშავებს, Instagram-ზე კი 250 000 გამომწერი ჰყავს.

altგანქორწინების შემდეგ ურთიერთობა ყოფილ პორნო ვარსკვლავთან - კასილასი 28 წლის Onlyfans-ის მოდელთან დააფიქსირეს

მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტის მოყვარულებო! კეთილი იყოს "პორნო საიტზე", თქვენი შემოსვლა!
გიგა
16:41 07-02-2025
0
რუსის ნაშების ტერმინია "ნასტაიში მუშინა" და აღნიშნავს ტიპს რომელიც ყველაფერს აკეთებს რაც ნაშას უნდა.
ამ ნამდვილმა მამაკაცმა უნდა წაიყვანოს ეს ნაშა მდიდრულ რესტორანში,დასასვენებლად მალდივებზე,შესთავაზოს ცოლობა,გადაუფორმოს ქონება და ბოლოს დაშორდეს.
ეს ეტაპები თუ გაიარე ესეიგი ნამდვილი მამაკაცი ხარ.
Levani
14:50 07-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული