ევროპულ ტურნირებზე დამატებითი დრო აღარ იქნება? - UEFA სერიოზულ ცვლილებას განიხილავს

AutoSharing Option
The Guardian-ის ინფორმაციით, UEFA თავისი ეგიდით გამართული ევროტურნირების პლეი-ოფის მატჩებში სერიოზულ ცვლილებას განიხილავს.

ახალი წესით, გუნდები 2-რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, თუ საბოლოო შედეგი ფრე იქნება, პირდაპირ პენალტების სერიას ითამაშებენ და დამატებითი დრო აღარ იქნება.

ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ ეს ვარიანტი მართლაც განიხილება და ამით გადატვირთული კალენდრის შემსუბუქებას შეეცდებიან.

ივარაუდება, რომ ეს წესი ძალაში მინიმუმ 2027 წლამდე არ შევა, თუმცა იდეა ამ ეტაპზე სერიოზულად განიხილება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბუნებრივია, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ახსნა და გამართლება. ყველა მედალს აქვს ორი მხარე.
ისე კი, რამდენჯერ ყოფილა, რომ დამატებითი დრო, მხოლოდ იმ კონკრეტული თამაშის კი არა, ჩემპიონატის მშვენება გამხდარა.
თუნდაც, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გერმანია-საფრანგეთი. ან, 1978 წლის ფინალი.
ჯეჯე
19:58 07-02-2025
1
გულდასმით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მინდა გითხრათ რომ მოხიბლული ვარ თქვენი გამჭრიახობით, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს!
ჩეფერინი
19:23 07-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული