"ფრეზე ბევრად მეტი დავიმსახურეთ" - ანჩელოტი "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის "მადრიდული დერბი" ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რას ვიტყვი მსაჯობაზე? ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბევრად მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე ფრე, მეორე ტაიმში განსაკუთრებით მოვუმატეთ და მეტოქეს ვაჯობეთ. 

ორივე ცენტრალურმა მცველმა შესანიშნავად ითამაშა, მათ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვეს. გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ატლეტიკო" კი მეორე ადგილზეა და "ბლანკოსს" 1 ქულით ჩამორჩება.

-15FEB/karlo.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title=""ფრეზე ბევრად მეტი დავიმსახურეთ" - ანჩელოტი "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ" />"ყველა დროის საუკეთესოა" - ანჩელოტიმ რონალდოზე ისაუბრა

altანჩელოტი: "რეალის" გაწვრთნა კიდევ 4 წლის განმავლობაში მსურს

altOnda Cero: ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდეგ "რეალს" დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული