ბენჟამინ მენდი კარიერას შვეიცარიაში განაგრძობს

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილმა 30 წლის ფრანგმა მცველმა ბენჟამინ მენდიმ ახალი გუნდი იპოვნა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შვეიცარიულ "ციურიხში" ჩაირიცხა.

ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი ბოლო კლუბი "ლორიენი" იყო, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა.

მენდი სასამართლომ 2024 წელს რამდენიმე სექსუალური ძალადობის ფაქტზე უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული