ტენ ჰაგი შესაძლოა, სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდეს

AutoSharing Option
AD.nl-ის ინფორმაციით, "ფეინოორდი" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დათხოვნილი ერიკ ტენ ჰაგს განიხილავს.

როტერდამულმა გუნდმა ახლახანს ბრაიან პრისკე დაითხოვა, მის ნაცვლად დროებით პასკალ ბოსხარტი მუშაობს და ხელმძღვანელობა ახალ დამრიგებელს ეძებს.

ტენ ჰაგთან ერთად ნიდერლანდური გრანდი როჯერ შმიდტისა და რობინ ვან პერსის კანდიდატურებსაც განიხილავს. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი დამრიგებელი სამშობლოში "აიაქსში", "უტრეხტსა" და "იგზლში" უკვე მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული