კუბარსი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი პაუ კუბარსი "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კუბარსის გამოსასყიდი თანხა მინიმუმ 5-ჯერ გაიზრდება.

18 წლის მცველს "ბარსასთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კუბარსმა "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული