"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში "ლესტერის" ვეტერანი ფორვარდის, ჯეიმი ვარდის ან "ევერტონის" თავდამსხმელის დომინიკ კალვერტ ლუინის გაფორმებას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედს" ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ნაკლებსავარაუდოა, რომ ისეთი ღირებულების ფორვარდი შეიძინოს, როგორიც ვიქტორ გიოკერესია, გარდა ამისა, "წითელ ეშმაკებში" თამაშის სურვილი არც შვედ ფეხბურთელს აქვს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობა სურს.

ვარდისაც და ლუინსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს ამჟამინდელ კლუბებთან ხელშეკრულებები ეწურებათ, შესაბამისად, "იუნაიტედს" მათი გაფორმების შანსი უფასოდ ექნებათ.

შეგახსენებთ, 38 წლის ჯეიმი ვარდიმ
მიმდინარე სეზონში "ლესტერის" მაისურით 23 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

კალვერტ ლუინმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 3 გოლის გატანა და 1 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კლუბში სრული ქაოსია და არავინ ჩანს ისეთი,ვინც წესრიგის დამყარებას შეძლებს.
სოსო
17:07 14-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული