"თუ ერთი მატჩი წავაგეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ფავორიტები აღარ ვართ" - მხითარიანი "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში "იუვენტუსმა" "ინტერი" 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ნერაძურის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. შესვენების შემდეგ ისეთი ეფექტურები ვეღარ ვიყავით, რადგან საკმარისი ენერგია აღარ გაგვაჩნდა. 

ჩემი თანაგუნდელების ყოველთვის მჯერა. ჩვენი მიზნები უცვლელია, ყოველთვის ტიტულებისთვის ვიბრძვით. თუ ერთი მატჩი წავაგეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ფავორიტები აღარ ვართ", - განაცხადა მხითარიანმა.

შეგახსენებთ, "ინტერი" 54 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ნაპოლის" 2 ქულით ჩამორჩება და 22 თებერვალს 'ჯენოას" უმასპინძლებს. "იუვენტუსი" კი 46 ქულით მეოთხე პოზიციაზე გა
დავიდა და მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე ეინდჰოვენში პსვ-სთან გამართავს.

alt"იუვენტუსმა" "ინტერს" მოუგო - "ნაპოლიმ" ლიდერობა შეინარჩუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული