
A Bola-ს ცნობით, "რეალის" შემტევმა ვინისიუსმა თავის პარტნიორებთან ერთად პორტუგალიის "ალვერკას" აქციების ნაწილი შეიძინა.
"ალვერკაში" საკუთარი წილი (70 %) მეწარმე რიკარო ვისინტიმა 10 მილიონ ევროდ გაყიდა, რომელიც ბრაზილიელმა შეიძინა. ბრაზილიელი კლუბის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ესპანელ ინვესტორებთან ერთად გახდა.
"ალვერკა" პორტუგალიის მეორე დივიზიონში 22 ტურის შემდეგ 38 ქულით მეორე ადგილზეა.