
წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა ქართულ კლუბთან კონტრაქტი1+1 სისტემით უკვე გააფორმა და გუნდის სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთო.
მენდეშს სხვადასხვა დროს "სპორტინგში", "პარმაში", "სასუოლოში", "რენსა" და "მონპელიეში" უთამაშია.
იგი ბოლოს მშობლიურ "ესტრელა ამადორას" ღირსებას იცავდა, სადაც 13 მატჩი გამართა.
მენდეშს საფრანგეთის ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სერია A-ში - 37.