
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "ლივერპულის" წინააღმდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება.
"მიმდინარე სეზონში საუკეთესო პირველი ტაიმი გვქონდა. გავიტანეთ 4 გოლი და შევქმენით შანსები ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ლილია", ეს ჩვენს მაღალ დონეზე მეტყველებს. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ, "ლივერპულთან" 2 შეხვედრა გველოდება, ძალები უნდა აღვიდგინოთ და ამბიციურები ვიყოთ.
"ლილთან" შესანიშნავი ტესტი გვქონდა, მომდევნო მატჩისთვის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია წინა ოთხ მატჩში სასტარტოში დააყენა, ამჯერად კი 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. მან ბარკოლას ლამაზი პასით გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
პსჟ 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მარსელს" 14 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "ლივერპულს" უმასპინძლებს.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო [VIDEO]