პირველად ისტორიაში - ნაკრებებს შორის საერთაშორისო ოფიციალურ მატჩს ტრანსგენდერი ქალი განსჯის

AutoSharing Option
UEFA-მ გვაუწყა, რომ ისტორიაში პირველად მისი ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებს 30 წლის ტრანსგენდერი ქალი ისრაელელი საპირ ბერმანი იმსაჯებს.

ის 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის 2 შეხვედრას მოემსახურება. დღეს 17 მარტს ბერმანი ჩრდილო ირლანდია მონტენეგროს, ხოლო 23 მარტს ყაზახეთისა და მონტენეგროს მატჩს განსჯის.

ბერმანი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსაჯად ითვლებოდა და 2021 წელს მან განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ის ისრაელის ჩემპიონატის მატჩებს ხშირად უძღვება.

აღსანიშნავია, რომ ბერმანი პირველი ტრანსგენდერი არბიტრია, რომელიც საერთაშორისო დონის შეხვედრას მოემსახურება. იქამდე კი ინგლისელი ლუი კლარსკი პირველი ადამიანი იყო,
რომელმაც თქვა, რომ ტრანსგენდერია და 2018 წელს ინგლისში ნახევრად პროფესიონალურ მატჩებს ნსჯიდა.

"ბავშვობიდან ჩემს თავს ყოველთვის ქალად ვხედავდი. თავიდან არ ვიცოდი ამისთვის რა დამერქვა, მაგრამ ქალებთან ყოველთვის ბევრ რამეში ვგრძნობდი სიახლოვეს. მშურდა ქალების. ასე წლები ვცხოვრობდი, ვიტანდი. მაშინაც კი, როცა კაცს ვგავდი...

წარმატებული კაცი ვიყავი მსაჯებშიც, სკოლაშიც და ქალებთან ურთიერთობაშიც. ოჯახთან ერთად კაცი ვიყავი, მაგრამ როცა მარტო ვიყავი ქალი... ყოველთვის ასე ვცხოვრობდი ორად გახლეჩილი. იმიტომ რომ მეგონა საზოგადოება ისე არ მიმღებდა, როგორიც ვიყავი. 26 წელი ასე ვიცხოვრე.

ბოლოს გადავწყვიტე გამოვსულიყავი და მსოფლიოსთვის მეჩვენებინა ვინ ვარ. ეს გავაკეთე ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების საკეთილდღეოდ. იმიტომ, რომ მათ არ სურდათ ჩემი ტანჯვის დანახვა. არ ვიყავი საკუთარი თავით დარწმუნებული რამდენიმე დღით ადრე, სანამ საჯარო გამოსვლას ვაპირებდი. მაგრამ ახლა აქ ვარ. დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და გადაწყვეტილების სიწორეში", - თქვა 2021 წელს ბერმანმა. 

"ეს ოცნებების ასრულების დასაწყისია. 14-წლიანი კარიერის შემდეგ გავხდი საერთაშორისო მსაჯი. ეს არის უდიდესი პატივი და უსაზღვრო მღელვარება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმის შანსი, რომ გავაგრძელო ის, რაც მიყვარს. რა წარმოუდგენელი გზაა ახალი თავის დასაწყებად", - თქვა ბერმანმა მას შემდეგ რაც საერთაშორისო მატჩზე მისი დანიშვნის შესახებ გაიგო.
მკითხველის კომენტარები / 20 /
აქაურმა დიფსთეითამ არ გაგიგოთ)))))
ჰკა ტრი-ტრი!
16:56 17-03-2025
2
ტრამპმა იცის ?
ემიგრანტი
16:26 17-03-2025
0

სიახლეები პოპულარული