პირველად ისტორიაში - ნაკრებებს შორის საერთაშორისო ოფიციალურ მატჩს ტრანსგენდერი ქალი განსჯის

AutoSharing Option
UEFA-მ გვაუწყა, რომ ისტორიაში პირველად მისი ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებს 30 წლის ტრანსგენდერი ქალი ისრაელელი საპირ ბერმანი იმსაჯებს.

ის 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის 2 შეხვედრას მოემსახურება. დღეს 17 მარტს ბერმანი ჩრდილო ირლანდია მონტენეგროს, ხოლო 23 მარტს ყაზახეთისა და მონტენეგროს მატჩს განსჯის.

ბერმანი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსაჯად ითვლებოდა და 2021 წელს მან განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ის ისრაელის ჩემპიონატის მატჩებს ხშირად უძღვება.

აღსანიშნავია, რომ ბერმანი პირველი ტრანსგენდერი არბიტრია, რომელიც საერთაშორისო დონის შეხვედრას მოემსახურება. იქამდე კი ინგლისელი ლუი კლარსკი პირველი ადამიანი იყო,
რომელმაც თქვა, რომ ტრანსგენდერია და 2018 წელს ინგლისში ნახევრად პროფესიონალურ მატჩებს ნსჯიდა.

"ბავშვობიდან ჩემს თავს ყოველთვის ქალად ვხედავდი. თავიდან არ ვიცოდი ამისთვის რა დამერქვა, მაგრამ ქალებთან ყოველთვის ბევრ რამეში ვგრძნობდი სიახლოვეს. მშურდა ქალების. ასე წლები ვცხოვრობდი, ვიტანდი. მაშინაც კი, როცა კაცს ვგავდი...

წარმატებული კაცი ვიყავი მსაჯებშიც, სკოლაშიც და ქალებთან ურთიერთობაშიც. ოჯახთან ერთად კაცი ვიყავი, მაგრამ როცა მარტო ვიყავი ქალი... ყოველთვის ასე ვცხოვრობდი ორად გახლეჩილი. იმიტომ რომ მეგონა საზოგადოება ისე არ მიმღებდა, როგორიც ვიყავი. 26 წელი ასე ვიცხოვრე.

ბოლოს გადავწყვიტე გამოვსულიყავი და მსოფლიოსთვის მეჩვენებინა ვინ ვარ. ეს გავაკეთე ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების საკეთილდღეოდ. იმიტომ, რომ მათ არ სურდათ ჩემი ტანჯვის დანახვა. არ ვიყავი საკუთარი თავით დარწმუნებული რამდენიმე დღით ადრე, სანამ საჯარო გამოსვლას ვაპირებდი. მაგრამ ახლა აქ ვარ. დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და გადაწყვეტილების სიწორეში", - თქვა 2021 წელს ბერმანმა. 

"ეს ოცნებების ასრულების დასაწყისია. 14-წლიანი კარიერის შემდეგ გავხდი საერთაშორისო მსაჯი. ეს არის უდიდესი პატივი და უსაზღვრო მღელვარება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმის შანსი, რომ გავაგრძელო ის, რაც მიყვარს. რა წარმოუდგენელი გზაა ახალი თავის დასაწყებად", - თქვა ბერმანმა მას შემდეგ რაც საერთაშორისო მატჩზე მისი დანიშვნის შესახებ გაიგო.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯერ სად ხართ,ხოდა აქ მიძვრებით? თან 17 წლამდელებშიო და ეს მათი უფლებების დარღვევა არ არის? თუმცა რა დროს უფლებებია,როცა პროპაგანდა არის საწარმოებელი. აქ კიდევ ვიღაცეები წერენ,იცით რუსეთში რამდენი ეგეთიაო... და რახან რუსეთებშიც არის,რა მაგით რო? თუ ამერიკის ან ევროპის დარად რუსეთის გაბახებაც გინდათ? რუსეთებშიც თუ ბევრი ეგეთია,არაუშავს ხო? ვაი და ვუი თქვენს პატრონს,ეს რა ჭირი ჭირს ამ ქვეყანას,სრული გამოთაყვანება. რაღაც თუ არის ცუდი,მისი სიმრავლე რომელიღაც ქვეყანაში გამოსავალი არ არის,პირიქით,სრული კატასტროფაა. და კიდევ,ისტორია გადაიკითხეთ და ასე ძალიანაც ნუ გძულთ რუსები. აგერ ტრამპის პრესსპიკერმა ფრანგებს უთხრა,რომ არა ამერიკა,ფრანგები გერმანულად ისაუბრებდითო,ხოდა კარგად დაიმახსოვრეთ ევროშაყინტრავებულებო და შიგ ევროპელებო,რუსეთი რო არ ყოფილიყო,ახლა თურქულად ისაუბრებდით და დაფასეთ ეს ამბავი. ის რო 100 წლის წინ შემოვიდა აქ წითელი არმია,ეგ იმის ბრალი იყო რო ჟორდანია და მისნაირი ტროცკისტები იყვნენ მთავრობაში,ქერო პროლეტარიატის გაერთიანებაზე ოცნებობდა. ასევე იყო 2008 წელსაც,აი ამ ტრანსგენდერების მხარდამჭერ ამერიკა-ევროპის დაკრულზე მოცეკვავე მიშიკო რო გყავდათ,მაგიტომაც შემოვიდა და დარჩა. თქვენი აზრით,რუსეთს რო სდომოდა თბილისის აღება,ვერ იზავდა ამას? ისე კარგად იზავდა როგორც დაგიბარებიათ. თან რუსეთის მარცხზე რო ოცნებობთ,რა გგონიათ,რუსეთი დაეცემა და იბერია გაბრწყინდება? მერე თურქებზე დაიწყებთ გოდებაც. ამიტომაც რუსეთი იქ იყოს სადაც არის და ჩვენ კიდევ ჭკუა თუ დაგვრჩენია სადმე,მოვუხმოთ და ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. რუსეთი მტერი არ არის,არც ჩვენი სიძულვილი ახრჩობთ,ეს არ არის ძნელი გასაგები,მარა ვერ იგებთ.მათ აქვთ თავისი ინტერესი და თავის უსაფრთხოებას იცავს,რა ასე გაუგებარია? თავის მტრის ჯარს არ ჩააყენებს კავკასიაში,რა არის ამაში უცნაური? თქვე უვიცებო,პოლიტიკურ რუკას მაინც დახედეთ,ნახეთ აფრიკის ქვეყნების საზღვრები,სადაც ბუნებრივი საზღვარი არ არის,ყველა სახაზავით არის გაყოფილი,როგორც ჩდრილოეთ ამერიკაში. ეს იცით რატომ ხდებოდა? იმიტო რო ისინი კოლონიები არიან და იყვნენ,მერე გაინაწილეს გავლენის ზონები და სახაზავით გაიყვეს. თქვენ კი სადღაც მიისწრაფით,ხოდა ვის რა ჭირად უნდევხართ,სახლში არაფრის მაქნისები ხართ,დავიჯერო სხვაგან რამეს გააკეთებთ?
იასონას უდარი
07:49 18-03-2025
0
ამის მხარდამჭერ ხალხს....... ტუუ.ალბათ იცით რაც ვიგულისხმე :)))
გიორგი გიორგაძე
01:01 18-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული