"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რომას" ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი 8 აპრილს მოსკოვში გასამართ დაჯილდოვების ცერემონიალზე საპატიო სტუმარი იქნება.

ამ ფაქტს როგორც ვეტერანი ფეხბურთელის სამშობლო იტალიაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, დიდი სკანდალი მოჰყვა. ტოტიმ თავისი გადაწყვეტილება Ansa-სთან საუბარში ახნა:

"ჩემი სამუშაო ვიზიტი მოსკოვში რამდენიმე დღეა იწვევს გაუთავებელ კამათს, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი ან დიპლომატი.

ვარ სპორტსმენი, რომელიც ამ ღირებულებებს მთელ მსოფლიოში ვავრცელებ. ყოველთვის ასე ვაკეთებდი, ჯერ როგორც ფეხბურთელი, ახლა კი უკვე ახალ ამპლუაში. ვიმოგზაურებ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტზე საუბარი მომიწევს. იმავეს კიევშიც სიამოვნებით გავაკეთებდი.

თუ
ჩემი ქვეყნის ხელისუფლებიდან ოფიციალურ თხოვნას მივიღებ, რომ მოსკოვში ვიზიტი გაუქმდეს, უკან უყოყმანოდ დავიხევ.

ყველა იმ ადამიანისთვის ყოველივე ეს ფარისევლობა და სპეკულაციაა, რადგან მათ ჩემი სახელი საკუთარი პიარის გამოსაყენებლად სჭირდებათ", - თქვა ტოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს??ცენზურა დააწესეთ?
გიორგი
13:26 28-03-2025
0
იტალიელი კიკუ!
სოსო
19:45 27-03-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული