"აი, ასეთი ურთიერთობა აქვთ კონტეს და დე ლაურენტისს" - იტალიელი ჟურნალისტი "პარტენოპეიზე" საუბრობს

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა არმანდო არენიელომ, "ნაპოლის" პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც Tribuna-ს ჟურნალისტმა განაცხადა, აურელიო დე ლაურენტისსა და ანტონი კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

"როგორც მე ვიცი, კონტესა და დე ლაურენტისს შორის ადგილი არანაირ უთანხმოებას არ აქვს, ისინი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან. სეზონის დასრულების შემდეგ დასხდებიან და სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. კონტეს გუნდის სიღრმის გაზრდა სურს და ეს ასეც მოხდება. ანტონიოს "პარტენოპეისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება აქვს და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეტანილი არ არის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მას "მილანში" ან "იუვენტუსში"
ვერ ვიხილავთ", - განაცხადა არენიელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 61 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება.

alt"ნაპოლიდან" კონტეც მიდის? - ანტონიოს, რომელსაც დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, სერია A-ს სხვა გუნდს უკავშირებენ

alt"ეს ფეხბურთელი მაინც შემინარჩუნეთ" - კონტეს თხოვნა "ნაპოლის" ხელმძღვანელებს

alt"კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა" - პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
''დე ლაურენტისსა და ანტონი კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ'' - ისე გაგიხმეს ეგ თავი.
დარდუბალა
22:38 27-03-2025
0
აბა, რა, დავუჯერეთ არმანდოს! )))
1

სიახლეები პოპულარული