"გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს" - ანტონიო კონტეს სკუდეტოს მოგებაზე ჰკითხეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, ჟურნალისტებმა სკუდეტოს შესაძლო მოგებაზე ჰკითხეს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ამის შანსი რეალურია და წარმატების მიღწევის სჯერა.

"გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს. 9 თამაში დარჩა, ლიდერს კი მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით, ამაზე ვინ არ იფიქრებდა? ჩვენ ცხრილის სათავეში ვართ და იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც სეზონის დაწყების წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ამიტომ საკუთარი თავის 100%-ით უნდა ვირწმუნოთ.

"მილანთან" ურთულესი მატჩი გველოდება, ვხვდებით გუნდს, რომელიც იანვარში ძალიან გაძლიერდა, მაგრამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ და მიუხედავად მეტოქისადმი დიდი პატივისცემისა,
"როსონერის" არ გვეშინია", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი დღეს, 30 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

alt"აი, ასეთი ურთიერთობა აქვთ კონტეს და დე ლაურენტისს" - იტალიელი ჟურნალისტი "პარტენოპეიზე" საუბრობს

altანტონიო კონტემ ლუის ენრიკესა და პსჟ-ზე ისაუბრა

alt"ნაპოლიდან" კონტეც მიდის? - ანტონიოს, რომელსაც დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, სერია A-ს სხვა გუნდს უკავშირებენ

მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს თუ მოუგეს მილანს, მერე ძალიან მაგარი კალენდარი აქვთ, ერთი ბოლონიასთან აქვთ გასვლა და დანარჩენი 7 თამაში ყველა აუტცაიდერებთან აქვთ
გოგა
22:53 30-03-2025
0
სულ რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ინტერი-უდინეზეს და ვალენსია-მალიორკას მატჩი.ვალენსიას თამაშს ვუყურებდი ძირითადად,მაგრამ ბოლო 16 წუთი,უდინეზემ ისეთი ომი გამოუცხადა ინტერს,რომ იქ გადავერთე,მატჩის დამთავრებამდე.ინტერი წყნარად იგებდა 2-0 და თითქოს არაფერი ემუქრებოდა,მაგრამ უდინეზემ ერთი გაიტანა და მერე ისე მიაწვა,ინტერის მეკარის ფანტასტიკური თამაში რომ არა, საეჭვოა თუნდაც ქულა აეღო ამ თამაშში.უმძიმესი დასასრული გამოუვიდათ და მართლა ბრავო,უდინეზეს,ასეთი ბრძოლის უნარიანობისა და ჟინისათვის.დევებივით იბრძოლეს, მასზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ!კიდევ ინტერის მწვრთნელი,ინძაგი გააძევა მსაჯმა და ძლივს დაატოვებინეს მოედანი.რა მოხდა,კარგად ვერ გავიგე,რეპორტაჟი რომელიღაც სლავურ-ევროპულ ენაზე მიდიოდა, მაგრამ დაახლოებით ასეთივე ქცევის გულისათვის გააძევეს, 9 თვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს,ლიონის მწვრთნელს,ფონსეკას და ახლა მაინტერესებს,რას ეტყვიან ინძაგის.იქით კი,ვალენსიამ მალიორკა დაამარცხა 1-0 და ვფიქრობ უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ვალენსია ლა ლიგაში დარჩენას მოახერხებს.მათაც თავდაუზოგავად ითამაშეს.დიაჰაბის დაბრუნებამ,დაცვას შედარებით მეტი დამაჯერებლობა შესძინა.
სოსო
22:52 30-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული