სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. იოჰანესბურგში ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი იყრის თავს.
სამხრეთ აფრიკის მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს დიდი ფულის შოვნის იმედი აქვთ, მათ შორის არიან სექს-ინდუსტრიის წარმომადგენლებიც.
მსუბუქი ყოფაქცევის ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ წინ მეტად დატვირთული და შემოსავლიანი სამუშაო ელით: სპორტული ვნებებიდან - ადამიანურ ვნებებამდე ხომ ერთი ნაბიჯია.
თუმცა შემთხვევითი კავშირების მოყვარულებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მეძავთა უმრავლესობა შიდსით არის ინფიცირებული.