ეს "გილინგემისა" და "სტივენეჯს" შორის მატჩში მოხდა, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.
გამარჯვებულთა კაპიტანმა ადამ ბარეტმა საოცრად ააცილა ბურთი კარს - მე-9 წუთზე ცარიელ კართან დადარაჯებული ბარეტი ნელა ჩაწოდებულ ბურთს დაუხვდა და... ნახევარი მეტრის მანძილიდან ბურთი კარს გადააცილა!
შეხვედრის შემდეგ "გილინგემის" მთავარი მწვრთნელი პიტერ ტეილორი, რომელიც 2000 წელს ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა, სიცილით ამბობდა, რომ მან ნახა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი აცილება.