ჯგუფური ეტაპი დასრულდა: ერაყის სიურპრიზი, ინგლისელთა ფიასკო

AutoSharing Option
ვინაიდან თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ 24 გუნდიდან უმრავლესობა (16) აგრძელებს ტურნირს, უმჯობესია, ის ნაკრებები ჩამოვთვალოთ, რომლებიც შინ გაემგზავრნენ.

ორი უიღბლო მესამეადგილოსანი ეგვიპტე და ელ სალვადორია, ხოლო ჯგუფებში ბოლო ადგილებზე - აშშ, კუბა, ავსტრალია, მალი, ინგლისი და ახალი ზელანდია.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო, ხულენ ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებია.

აღმოჩენა
უთუოდ ერაყის ნაკრებია: ჰაკეემ ალ აზავის ბიჭები ცუდად იწყებდნენ, მაგრამ ინგლისთან თითქმის წაგებული მატჩი გადაარჩინეს და საბოლოოდ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ბოლო ტურში ჩილელებმა შემადგენლობაზე ექსპერიმენტები ჩაატარეს,
რითაც ერაყელებმა ისარგებლეს, მოიგეს და მერვედფინალშიც ანტალიაში დარჩნენ. მათი მეტოქე პარაგვაის ნაკრები იქნება.

იმედგაცრუება
ტურნირის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ისევე, როგორც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრები იყო. გუნდს პიტერ ტეილორი წვრთნიდა, კაცი, რომელსაც რეკორდულად ცოტა ხნით მისცეს ინგლისის ეროვნული ნაკრები გასაწვრთნელად - ერთი მატჩით.

მართალია, 13 წლის წინათ ის მატჩი ინგლისელებმა იტალიასთან წააგეს, მაგრამ ტეილორმა პირველად ჩააბარა კაპიტნის სამკლავური დევიდ ბექჰემს, ნაკრებში კი ბერი, კარაგერი, ფერდინანდი, ჰესკი და სხვები მიიწვია და ამით ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო. ახლა კი 60 წლის სპეციალისტმა ვერაფერი გააწყო არცთუ ძლიერ ჯგუფში, სადაც საბოლოოდ ინგლისის ნაკრები 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი. U20. III ტური

A ჯგუფი

ესპანეთი-საფრანგეთი 2:1
გოლები: 1:0 ალკასერი (23), 2:0 ხესე როდრიგესი (56), 2:1 ვიონი (91)

განა-აშშ 4:1
გოლები: 1:0 აჩეამპონგი (38), 2:0 ასიფუა (58), 2:1 ონილი (69), 3:1 ასიფუა (78), 4:1 აშია (83)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 7-2 9
2. საფრანგეთი 3 1 1 1 5-4 4
3. განა 3 1 0 2 5-5 3
4. აშშ 3 0 1 2 3-9 1

B ჯგუფი

ს. კორეა-ნიგერია 0:1
გოლი: 0:1 კაიოდე (9)

პორტუგალია-კუბა 5:0
გოლები: 1:0 რიკარდო (15), 2:0 ალაჯე (37), 3:0 ბრუმა (43), 4:0 ბრუმა (62), 5:0 ტო ზე (69)

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 3 2 1 0 10-4 7
2. ნიგერია 3 2 0 1 6-3 6
3. ს. კორეა 3 1 1 1 4-4 4
4. კუბა 3 0 0 3 1-10 0

C ჯგუფი

ავსტრალია-თურქეთი 1:2
გოლები: 1:0 მაკლარენი (52), 1:1 ჩალჰანოგლუ (54), 1:2 იოკუშლუ (87)

ელ სალვადორი-კოლუმბია 0:3
გოლები: 0:1 რენტერია (21), 0:2 კორდობა (25-პენ), 0:3 კინტერო (91)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 3 2 1 0 5-1 7
2. თურქეთი 3 2 0 1 5-2 6
3. ელ სალვადორი 3 1 0 2 2-7 3
4. ავსტრალია 3 0 1 2 3-5 1

D ჯგუფი

საბერძნეთი-პარაგვაი 1:1
გოლები: 1:0 დიამანტაკოსი (68), 1:1 მონტენეგრო (73)

მალი-მექსიკა 1:4
გოლები: 0:1 ბუენო (2), 0:2 კორონა (13), 1:2 დიალიო (62), 1:3 ესკობოსა (69), 1:4 ლუნა (86)

თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 3 1 2 0 3-2 5
2. პარაგვაი 3 1 2 0 3-2 5
3. მექსიკა 3 1 0 2 5-4 3
4. მალი 3 0 2 1 2-5 2

E ჯგუფი

ეგვიპტე-ინგლისი 2:0
გოლები: 1:0 ტრეზეგე (79), 2:0 მაჰგუბი (93)

ერაყი-ჩილე 2:1
გოლები: 1:0 კამილი (15), 1:1 მორა ალიაგა (28), 2:1 სალმანი (67)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ერაყი 3 2 1 0 6-4 7
2. ჩილე 3 1 1 1 4-4 4
3. ეგვიპტე 3 1 0 2 4-4 3
4. ინგლისი 3 0 2 1 3-5 2

F ჯგუფი

უზბეკეთი-ურუგვაი 0:4
გოლები: 0:1 ასევედო (38), 0:2 ლოპესი (47), 0:3 დე არასკაეტა (64), 0:4 ბეტანკური (77)

ხორვატია-ახ. ზელანდია 2:1
გოლები: 1:0 პერიცა (11), 2:0 რებიჩი (75), 2:1 ფენტონი (84-პენ)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 2 1 0 4-2 7
2. ურუგვაი 3 2 0 1 6-1 6
3. უზბეკეთი 3 1 1 1 4-5 4
4. ახ. ზელანდია 3 0 0 3 1-7 0

მე-3-ეადგილოსანთა ჩათვლა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ს. კორეა 3 1 1 1 4-4 4
2. უზბეკეთი 3 1 1 1 4-5 4
3. მექსიკა 3 1 0 2 5-4 3
4. განა 3 1 0 2 5-5 3
5. ეგვიპტე 3 1 0 2 4-4 3
6. ელ სალვად. 3 1 0 2 2-7 3

1/8-ფინალი

2 ივლისი
ესპანეთი-მექსიკა
საბერძნეთი-უზბეკეთი
ნიგერია-ურუგვაი
საფრანგეთი-თურქეთი

3 ივლისი
პორტუგალია-განა
ხორვატია-ჩილე
კოლუმბია-ს. კორეა
ერაყი-პარაგვაი

ბომბარდირები: 5 - ბრუმა (პორტუგალია); 4 - ხესე როდრიგესი (ესპანეთი); 3 - აბდულ ჯელეელ აჯაგუნი (ნიგერია), ალაჯე (პორტუგალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი პირველია, რიზეში სენსაცია მოხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული