ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პსჟ-მ "ბარსელონა" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა. ფრანგულმა პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ "ბარსელონას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

პარიზელებმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყეს, არც პრესინგს მოერიდნენ და ამან შედეგი გამოიღო - მატჩის მე-18 წუთზე სტუმართა კარში ჯარიმა დაინიშნა, ანხელ დი მარიამ კი ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა.

გატანილი გოლის შემდეგ პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს და პირველ ტაიმში მეტოქეს კიდევ ერთი გოლი გაუტანეს - მარკო ვერატის გადაცემით მასპინძელთა უპირატესობა ორამდე იულიან დრაქსლერმა გაზარდა. ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმი კვლავ პსჟ-ს აქტიურობით დაიწყო. 55-ე წუთზე დუბლი გაიფორმა დი მარიამ, რომელმაც ტერ შტეგენის კარი კვლავ ულამაზესი დარტყმით აიღო. ამას 71-ე წუთზე ედისონ კავანის გოლიც მოყვა. საბოლოოდ, 4:0.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი ბარსელონაში 8 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა სტატიის ავტორსა და ადმინს ასეთი მუშაობისთვის, რომ დღის ამ მონავეთში განათავსეს ეს სტატია!!!
ნათია
03:15 15-02-2017
0
ფუი თქვენი ბარსელონაააა....რამდენჯერ ვთქვი, ტოტალიზატორში არ დავდებ მეთქი....
status quo
09:43 15-02-2017
0

სიახლეები პოპულარული