ლუის ენრიკე: იმედს არ ვკარგავ, ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პსჟ-სთან (0:4) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყველაფერი მარტივია: მეტოქე უფრო ძლიერი იყო ბურთით და უბურთოთ. მათ მოიგეს ორთაბრძოლები, უფრო ეფექტურად თამაშობდნენ. შედეგი მთლიანად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. არ მგონია, აქ სხვა ახსნა იყოს საჭირო. ეს სპორტია, პრობლემების გარეშე არ ხდება.

პასუხისმგებლობას მარცხზე ვიღებ ჩემს თავზე. დამნაშავე მწვრთნელია - ფეხბურთელები ხომ იგივენი არიან, რადგან ადრე ხომ იგებდნენ.

პირველი ტაიმის შემდეგ სიტუაცია უკვე ძალიან რთული იყო. ვცდილობდით თამაშში დავბრუნებულიყავით, მაგრამ მესამე გოლი
გავუშვით, შემდეგ კი მეოთხე. არა, პსჟ-ს არაფრით გაუკვირვებივართ. მათ პრესინგზე მატჩის დაწყებამდე ვსაუბრობდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასთან გამკლავება შეგვიძლია.

ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. პსჟ-მა ისე ითამაშა, როგორც ველოდით და თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა.

თუმცა იმედს არ ვკარგავ, ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ. ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ", - თქვა ენრიკემ.

- ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
მსოფლიოში ვინც გაფაჩუნდა ყველას ყიდულობენ მაგრამ კაცური გუნდს ვერ აკეთებენ,იმიტომ რომ რომელია კაცი მესი,ნაიმარი თუ მითუმეტეს სუარესი.
ფეხბურთი კაცების სპორტია
16 თებერვალი 2017 15:20
0
არა ბიჭო მთელი ცხოვრება ბარსა ბარსა ძალიანაც და კარგი რაღაცას აქვს დასაცყისიც და დასასრულიც...დიდება რეალს !!!
zuriko
15 თებერვალი 2017 16:27
0
ეს მზე ნახე რაა 5 გოლის გატანას ეხუმრები თან ისე რო არ გაუშვა.. რა გონია გრანადას ან ლევანტეს ეთამაშებ
effe
15 თებერვალი 2017 14:08
0
0-3 მეორე თამაში
ჟღენტა
15 თებერვალი 2017 13:57
0
დათო,ღომის ქვაბი გაცილებით რეალურია.
სოსო
15 თებერვალი 2017 13:37
0
აუ, დავაი-რაა... 5 გოლი არა ღომის ქვაბი... წუხელ არ იყავი შენს ფეხბურთელებში დარმწუნებული??
დათო
15 თებერვალი 2017 12:51
0

სიახლეები პოპულარული