ლუის ენრიკე პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტს ეცა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე პსჟ-სთან (0:4) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ ისე იყო გაღიზიანებული, რომ თავი ვერ შეიკავა და ჟურნალისტს ეცა.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.

წყაროს ცნობით, ენრიკე სამმა კაცმა შეაკავა, თორემ ესპანელი მწვრთნელი TV3-ს კორესპონდენტის ცემას აპირებდა.

თვითმხილველთა თქმით, ენრიკეს პრესკონფერენციაზე ჟორდი გრაუს კითხვები არ მოეწონა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ენრიკე ჟურნალისტს მივარდა და უთხრა:

"ვნახოთ, როგორ დამელაპარაკები, როცა მოვიგებთ".

- დღეს "ბარსელონა" დაქალთან დარჩა - სახალისო კომენტარები "ბარსელონას" განადგურებაზე
- "ბარსელონას" შანსი არ აქვს -
სტატისტიკა ესპანელების წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბარსას ტიკი-ტაკაზე თუ საუბრობ,როცა ასრულებდა მოსაწყენი ნამდვილად არ იყო.ეხლა რომ პსჟ-მ აჯობა,მაგაზე არავინ დავობს,მაგრამ ეს სხვა თემაა.
იგივე სისულელეს ამბობ მესი-რონალდოზე.
პელე-ს
17:42 16-02-2017
0
როგორც სჩანს ლუის ენრიკეს პერიოდი ბარსაში დასრულდა. ამ მწვთრნელმა უბრალოდ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა ამ გუნდში. ასეთი რამ ხშირად ხდება ფეხბურთში. რადგანაც ეს სეზონი ბარსასთვის ფაქტიურად დასრულდა, ლიგაც და ლა-ლიგაც; ასე, რომ ბარსას ხელმძღვანელობამ დროა ახალი მწვთრნელის ძებნა დაიწყოს ახალი სეზონისთვის...
ბიკენტი
10:52 16-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული