ანგარიში 26-ე წუთზე ლეროი სანეს აქტიურობის შედეგად რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. 6 წუთში რადამელ ფალკაომ ანგარიში გაათანაბრა, მე-40 წუთზე კი კილიან მბაპემ მეორე შეაგდო და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
50-ე წუთზე "მონაკოს" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რადამელ ფალკაომ პენალტი ვერ გაიტანა. ფალკაომ 61-ე წუთზე დუბლი მაინც გაიფორმა, ამ გოლამდე 3 წუთით ადრე სერხიო აგუერომ გაიტანა. არგენტინელმა ფორვარდმა 71-ე წუთზე თავისი მეორე
77-ე წუთზე ჯონ სტოუნსის ჯერიც დადგა, რომელმაც "სიტი" წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე ლეროი სანემ დააფიქსირა - 5:3.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.