მე-14 წუთზე "სევილიას" ანგარიშის გახსნის შანსი მიეცა, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ხოაკინ კორეამ ვერ გაიტანა.
25-ე წუთზე კი პაბლო საბარიამ "სევილია" წინ მაინც გაიყვანა, ხოლო კორეამ 62-ე წუთზე შეაგდო და თავისი შეცდომა გამოასწორა.
"ლესტერმა" ერთი ბურთის გაქვითვა 73-ე წუთზე ჯეიმი ვარდის გოლით შეძლო, რითაც საპასუხო შეხვედრაში საქმე ერთი-ორად გაიმარტივა.
საპასუხო მატჩი ინგლისში 15 მარტს ჩატარდება.