მაურიციო სარის ბიჭებმა შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშეს და დრის მერტენსმა ის გოლით დააგვირგვინა. მანვე მოგვიანებით ძელს გაარტყა ბურთი. თუმცა იქამდე ძელი კრიშტიანო რონალდომაც შეაზანზარა, რომელიც პეპე რეინას გაცდა და ცოტა მახვილი კუთხიდან კი დაარტყა, მადამ გასატანი ვერ გაიტანა.
პორტუგალიელსა და მის მეგობრებს ეს შეიძლება ძვირად დაჯდომოდათ, რადგან მასპინძლები ძალიან მწვავედ თამაშობდნენ და გაცილებით
პირველ ტაიმში იტალიურ გუნდს ასეთი შეცდომა რამდენჯერმე ეპატია, მაგრამ ცადად დაუმთავრდა მაშინ, როდესაც საგოლე პასის ავტორის, მარეკ ჰამშიკის გადაცემა ჩაიჭრა, რასაც კუთხური მოჰყვა, კუთხურს კი ვისი გოლი? დიახ! აბა, ვინ უშველიდა თავის გუნდს მძიმე მომენტში თუ არა სერხიო რამოსი.
სტანდარტულების დროს "რეალს" უპირატესობა ჰქონდა და ცოტა ხანში, კაპიტანმა ისევ შეგადო, უფრო სწორად მისი დარტყმის მერე ბურთს მერტენსი შეეხო და ისე გავიდა. ამან ნეაპოლიტანელები საბოლოოდ გატეხა და "რეალმა" საბოლო ჯამში მეორე მატჩიც იგივე ანგარიშით მოიგო, რადგან ბოლოსკენ შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამაც გაიტანა, როდესაც რონალდოს დარტყმულს დაამატა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ზედიზედ მეორე ტირუმფისკენ მსვლელობას აგრძელებს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია "სტადიო სან პაოლოზე" თავისი გუნდის თამაშით ზიდანი კმაყოფილი დარჩენილიყო.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ნაპოლი-რეალი 1:3 (1:3)
გოლები: 1:0 მერტენსი (24), 1:1 ს. რამოსი (51), 1:2 მერტენსი (57 ს. კ.), 1:3 მორატა (90+1)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (56. როგი), დიავარა, ჰამშიკი (75. ზიელინსკი) - ინსინიე (70. მილიკი), კალეხონი, მერტენსი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (80. ისკო), კაზემირო, კროოსი - ბეილი (68. ლუკას ვასკესი), რონალდო, ბენზემა (77. მორატა)
მაყურებელი: 56 695
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"