ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
აი სასწაული.აი თმაში. აი სანახაობა,რის გამოც უყვართ ფეხბურთი.ჩვენი ტრუსიკიანი მასხარები,თავს ფეხბურთელებს რომ ეძახიან და სირბილი ეზარებათ,ასე და ამ დონეზე ალბათ ვერასოდეს ითამაშებენ.ყოველ შემთხვევაში მე ვეღარ მოვესწრები. ისღა დამრჩა,რომ 13 მაისის ღამეს რომ მოვესწარი,იმითი ვინუგეშო თავი.როგორ გინდა ამის შემდეგ უყურო ჩვენი ფეხბურთელების ცოდვილობას?
mamulo
09 მარტი 2017 12:02
0
ასეთი მოგებულის დედაცცც ...... ბალეტია ტუ ფეხბურთი რაიყო ეს მართლა 4 3 3 3 ტაქტიკა ქონდა ბასრას
datooo
09 მარტი 2017 12:00
0
პირველ ტაიმს სიხარულით ვუყურე, მეორემ შემაზიზღა საბოლოოდ ფეხბურთი. სპექტაკლი არა იქს ფაქტორი. საკუთარ ძმასავით რომ იცავთ უცხო გუნდებს, ეს უსამართლობა ერთხელ ჩვენც მწარედ შეგვეხება...
რეზო
09 მარტი 2017 11:55
0
აქ მადრიდის ქომაგობზე არაა საუბარი. ეგ ყოველთვის იქნება და უნდა იყოს კიდეც, ეს პენალტი არ იყო იქ ჯარიმა არ იყო, აქ მსაჯი... ეგ არაფერი.
ყველაზე დიდი უბედურება "ტოტალიზარჩიკების" ანუ ე.წ. ფეხბურთის მცოდნეების ღვარძლი კომენტარებია. თუ ვერვგაარტყეს "ზნაჩიტ" ჩაწყობილია ან რაღაცაშია საქმე. წადით რა ხალხო, შეეშვით ამ ფულის ყრას და ახლობლების გაუბედურებას, და რამე საჭირო საქმეს მიხედეთ, საქმეს! თუ სიამოვნებას ვერ იღებთ ფეხბურთისგან კიდე, მართლა ნუღარ უყურებთ და ბალეტის ყურება დაიწყეთ.
Visac gvjera...
09 მარტი 2017 11:36
0
ჩაწყობის რა მოგახსენოთ, მაგრამ უკვე დიდიხანია დროოა, ახალი მოთამაშეების გუნდში აყვანის NBA-სსისტემაზე გადავიდეს უეფა. წინააღმდეგ, გაკეთდეს ტოპ-ლიგა ცალკე უეფას პირველი და მეორე ლიგა, + ეროვნული ჩემპიონატები. იმდენი ახალგაზრდა ნიჭიერი და ძლიერ ფეხბურთელაბია მსოფლიოში. 18 და 23 წლიანების ევრო ლიგებია ჩამოყალიბებუ-ლი.ისე, ასე უსურად გუნდი გამოიყურე-ბოდეს , როგორც პსჟ, იშვიათია. დი მარიოს ტრავმა ჰქონდა? თავიდან რატომ არ დააყენა?
ლევანი
09 მარტი 2017 11:30
0
ბოღმით არ გასკედეთ ბიჯო რა დგეში ხართ D როგორ შეიკრიბეთ ასე ერთად ეს დაბოღმილი სასტავი D რეებს მიედმოედებიან იღადავეთ რაა
profesora sastavs
09 მარტი 2017 11:22
0
დღეს "ბარსელონა" დაქალთან დარჩა.
"ბარსა" უფრო გავა თუ მაგდა პაპიძე - გამოვა?
იყოს 5:0, ოღონდ 4:0 არ დამთავრდეს და "არსენალზე" ღადაობა არ დაიწყონ ისევ...
რაო აღარ ვართ ხუმრობის ხასიათზე რამდენი იყავიტ გამოდიტ უნდა დაგთვალოთ
qeti
09 მარტი 2017 11:18
0
მსოფლიოს ისტორიაში ასეთი გუნდი არ ყოფილა და ალბა არც იქნება.დიდება ბარსას. დიდი მადლობა ზეიმისტვის.
giorgi
09 მარტი 2017 11:17
0
მსაჯიც ნაყიდი იყო და სტრაცბურგიც საქმის კურსში იყო ჩაყენებული.რეალის ფანებს ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას მათთვის.....წერეთ და იკითხეთ ეხლა კომენტარები...
rafaela karra
09 მარტი 2017 11:06
0
ბევრი რაღაც იყო საეჭვო,ჩამოთვლას არ დავიწყებ,ერთს ვიტყვი მხოლოდ:ლუის ენრიკემ თამაშამდე თქვა,რომ ჩვენ გვააქვს 95(!!!) წუთიო სათამაშოდ.და მართლაც ზუსტად 5 წუთი დაემატა ძირითად 90-ს.თანაც მართლა არ იყო გუშინ ის ბარსელონა,რომელსაც ამ სასწაულის მოხდენა შეეძლო;ბარსელონას ფანი ვარ,მაგრამ გუშინ რაღაც ვერ განვიცადე ის სიამოვნება რასაც სხვადროს განვიცდიდი.ხელოვნურად დადგმულს გავდა.
gulshematkivari
09 მარტი 2017 11:05
0

სიახლეები პოპულარული