ჟერარდ პიკე: დღეს ბევრი დაკავდება სექსით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ პსჟ-სთან საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში 0:4 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩში 6:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

"მოედანზე ვიყავი, როცა ინიესტამ "ჩელსის" გაუტანა "სტემფორდ ბრიჯზე", მაგრამ ის მატჩი დღევანდელს ვერ შეედრება.

ერთია, როცა ერთი გადამწყვეტი გოლის გატანა გიწევს 95-ე წუთზე და სულ სხვა არის სამი გოლის გატანა 7 წუთში. აქ შეიძლება ვისაუბროთ სასწაულზე, ისტორიულ მიღწევაზე. წავალ და ამ ამბავს აღვნიშნავ, მიუხედავად
იმისა, რომ ხვალ ვარჯიში გვაქვს. ხვალიდან უკვე ლა ლიგის მატჩისთვის ვემზადებით.

იცით რა, საავადმყოფოებმა და სამშობიაროებმა უახლოესი 9 თვის განმავლობაში ბევრი თანამშრომელი უნდა აიყვანონ, რადგან დღეს ბევრი დაკავდება სექსით.

ადრე მსგავს სიტუაციაში 3:1-ზე ალბათ ბევრი წავიდოდა სტადიონიდან, მაგრამ დღეს ქომაგი დარჩა და ბოლომდე დაგვეხმარა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულშემატკივრების ახალ თაობას უფრო ძლიერად სჯერა გუნდის და მათ შეძლეს და იმათთან ერთად გაერთიანდნენ, ვისაც ეს ნაკლებად სჯეროდა.

ბევრ ადამიანს სურდა ჩვენი დამარხვა, მაგრამ ყველას ვანახეთ, როგორ გვწყურია გამარჯვება. ჩვენი დამარხვა სურდათ ისეთ მწვრთნელებს, როგორებიც არიან საკი, დომენეკი... სრული სიის ჩამოთვლა ახლა არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ სურვილი. ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ", - აღნიშნა პიკემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
gaumarjos kvelafers qartuls.gaumarjos avadmkofs magram mainc hvensas.
S.P
10 მარტი 2017 09:20
0
ეგეთი რამე ჩიხურა მარტვილის მერანის
თამაშში რო მომხდარიყო მსაჯს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდენ
sergo
10 მარტი 2017 00:49
0
Barsa chemisulisnawilia,chemi usayvarlesi gundi.yvela mas ebrdzvis yvelanairi xerxit magram roca asetsituaciashi imarjvebs es ormagad sasixaruloa.esiyo fexburtis istoriashi udidesi matchi udidesi qambeqit.kuleebo yvelamiyvarxart,chven ma bichebma daweres udidesi istoria,romelsac saukuneebi verdaamxoben,viva barsa,viva katalonia.
Alika
09 მარტი 2017 15:25
0
Bars rasgetyvi ici?sheniazri yovelgvar logikasaa moklebuli,tumaincda mainc daushvebro martalixar mashin psjs karshic sheileboda penaltiskiara penaltebis danishvna.mteli msofliocdilobs problemebi sheuqmnas barselonas,romelierti chamovtvalo,neis saqme,leos saqme,satransfero bani ertisezonit,roca igiverameze reals gaunaxevres sasjeli.raxdeba frankos shtamomavlebi martaven espanets tu rajandabaa?hoda rocaverxart chaxedulebi saqmeshi minimum unda moketotda maqsimum avtoris velshi barselonastan dakavshirebuli nebismieri saxelwodeba archawerot.
Alika
09 მარტი 2017 15:19
0
სასწაული კი არა ბიჭო სირცხვილია უეფასი დ ამსაჯის რასაც კადრულობენ და გუშინ რა პაზირიც გააკეთეს, ფრანგებს პენალი არ დაუდეს და ბარსელონას სიმულაციის გამო პენალი აჩუქეს . არაა ეს სასწაული და არაა ეს რეკორდი, ეს არის სირცხვილი
ბარს
09 მარტი 2017 14:10
0
მან თქვა "სიყვარულით დაკავდებაო"
s
09 მარტი 2017 12:57
0
რა შუაშია? :D
emre
09 მარტი 2017 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული