ხავიერ მასკერანო: ცხადია, დი მარიაზე წესებს ვარღვევდი, მაგრამ...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა მცველმა ხავიერ მასკერანომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" ფრანგული პსჟ 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

მატჩის 85-ე წუთზე ანხელ დი მარიას "ბარსელონას" კარში მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ამაში მას ხელი სწორედ მასკერანომ შეუშალა, რომელმაც ჟურნალისტებთან ამ მომენტზეც ისაუბრა.

"ცხადია, დი მარიაზე წესებს ვარღვევდი, მაგრამ პსჟ ამის გამო არ გაგვიგდია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღამეა, რომელიც
კი მქონია", - თქვა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსამ მაგრა ითამაშა და დამსახურებუ;ად გავიდა
ლუკა
14:25 15-06-2017
0

სიახლეები პოპულარული