"ბარსელონასთან" მატჩის 7 მომენტი, რომლის გამოც პსჟ უეფაში ჩივის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც ჩანს, ფრანგული პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კატალონიის "ბარსელონასთან განცდილ მარცხს (1:6) ვერ ეგუება.

შეგხსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა, თუმცა ესპანეთში 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

- ჩემპიონთა ლიგა. ბარსელონა-პსჟ. გამოხმაურება: საშინელებათა ფილმი "ჰეფი ენდით"

კლუბის დირექტორმა ნასერ ალ-ხელაფიმ მსაჯებთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგაც ფრანგებმა უეფაში დენის აიტეკინის მსაჯობა გააპროტესტეს, რომელიც იმ შეხვედრას სჯიდა.

დოკუმენტში ის მომენტებია ნახსენები, რომლებაც, პარიზელთა აზრით, დიდი გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო ანგარიშზე. ესპანური "მარკას" ინფორმაციით, უეფაში პარიზელთა
დოკუმენტი უკვე მიიღეს.

პარიზელები შემდეგი მომენტებით არიან უკმაყოფილონი:
1. პირველ ტაიმში, როცა დრაქსლერი ურტყამდა კარისკენ, ხავიერ მასკერანოს ბურთი ხელზე მოხვდა;
2. მატჩის 41-ე წუთზე კავანისთან შეტაკების გამო ჟერარდ პიკე მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა;
3. პენალტი ნეიმარზე არ ყოფილა;
4. როცა ანგარიში 3:1 იყო, ნეიმარმა მარკინიოსს ფეხებში ჩაარტყა, რის გამოც წითელ ბარათს იმსახურებდა;
5. 78-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:1 იყო, ჟერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი გაატარა;
Sportall.Ge

6. პენალტი უნდა დანიშნულიყო მატჩის ბოლოსკენაც, ხავიერ მასკერანო კი, რომელმაც საჯარიმოში ანხელ დი მარიას წინააღმდეგ დაარღვია წესები, გასაგდები იყო. მსაჯმა არც ამ მომენტს მიაქცია ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ წესების დარღვევა თავად მასკერანომ აღიარა;
7. პენალტი სუარესზე, როცა 4:1 იყო - კიდევ ერთი სიმულაცია. მანამდე ურუგვაელმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ამ მომენტში ის მეორე ყვითელს იმსახურებდა და მოედნიდან გასაგდები იყო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
უმართლებთ ძლიერებს...
namdvili zaza
14 მარტი 2017 23:25
0
მსაჯების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, უეფა სირაქლემას პოზაში არ უნდა დადგეს. მსაჯების ქმედებებს შეცდომა არ იყო, არამედ გამიზნულად მოქმედებდა.
ფრანცე
14 მარტი 2017 22:29
0
პსჟ ამ მატჩში ძალიან დამენანა მართლა ხელოვნურად გააგდეს.
kika
14 მარტი 2017 21:00
0
არცერთის ქომაგი არ ვარ, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას :დასაწყისში ბარსას მხარეს ვიყავი, ხოლო, როდესაც მსაჯის რამოდენიმე მიზანმიმართული შეცდომა ვნახე შემდეგ ჩემი ფეხბურთის 50 წლიანი ქომაგობის ისტორიაში პირველად პსჯ–ს მხარეს ვიყავი. ალბათ მსაჯსაც არ სჯეროდა იმ ბოლო წამებზე გატანილი გოლის და ამიტომ ბარსას თავისებურად აყოყოჩებდა. არადა 5–1, რომ დამთავრებულიყო არც რაიმე ზეწოლა იქნებოდა ახლა მსაჯზე. მე თუ მკითხავთ ასეთი მსაჯობისთვის ამ დონეზე მკაცრი დასჯები უნდა იყოს და სხვებსაც შეაფხიზლებს...
tengizi
14 მარტი 2017 20:46
0
მე ბარსას ფანი რომ ვიყო შემრცხვება და დავიმალები თუმცა ზოგმა სირცხვილი რა არის არ იცის.ბარსას ადგილას დინმო ბათუმიც გავიდოდა შემდეგ ეტაპზე.ერთსაც ვიტყვი ბარსას ახალი სახელი დავარქვი ;ხელბურთელფეხბურთელები"
გოჩა
14 მარტი 2017 20:38
0
გაათრიეს ძალით. დააჯახებენ ბაიერნს, ბაიერნი გახევს ორივე თამაშში და მერე გერმანელები იტყვიან მაგრები ვართო. ეგ იყო გეგმა;)
gurji
14 მარტი 2017 19:34
0
ჩხუბის მერე ხელებს აღარ იქნევენ.ღირსეულად შეხვდით პსჟ-ს გულშემატკივრებო წაგებას,თორემ თუ გადაათაშებინეს,უფრო მეტით ამოგტენით ბარსა!!!
პ.ს. ისე პსჟ-ს ფანი როგორ უნდა იყო?
zaza
14 მარტი 2017 18:16
0
ღირსეული გავიდა და მორჩა ამით
kaxa
14 მარტი 2017 18:15
0
გადაახვიე და ნახე მომენტები. და ორივე პენალტი მოგონილი იყო - ნეიმარი ცაქცეულ კაცზე წავიდა და წამოედო ძალით - კარგად დააკვირდი. და კიდევ კარის ხაზზე მდგომმა მსაჯმა ნეიმარზე ძალით დაანიშნინა პენალტი, ხოლო სუარესზე 2 მეტრში ვერ დაინახა რომ სიმულაცია იყო
demetres
14 მარტი 2017 16:36
0
დეპორტივო (უფრო მაგარი?) - ბარსელონა (სასწაული) 2:1
magari barselona
14 მარტი 2017 16:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული