ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლუი მეორეზე" პეპი გააჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
* ხოსეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* "მანჩესტერ სიტი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც პირველ თამაშში 5 გოლი გაიტანა და ლიგის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
* მეოთხედფინალში გავიდნენ: "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო", "ბაიერნი", "დორტმუნდი", "იუვენტუსი", "ლესტერი" და "მონაკო".
* მეოთხედფინალის წილისყრა 17 მარტს ნიონში გაიმართება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერვედფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელი "მონაკოს" და "მანჩესტერ სიტის" შორის შედგა. პირველ შეხვედრაში ნამდვილი თრილერი ვიხილეთ, როდესაც რამდენჯერმე კარდინალურად შეიცვალა ვითარება და დაახლოებით იგივე განმეორდა განმეორებით პაექრობაშიც.

მონაკოელებმა პირველ ნახევარ საათში ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს და მალევე მიიღეს ის ანგარიში, რომელიც ხელს აძლევდათ. პირველი ორი გოლი ჰგავდა ერთმანეთს - ორივე შემთხვევაში, შეტევა მარცხენა ფრთიდან განვითარდა, დაბალ გადაცემას კი ზუსტი დარტყმები მოჰყვა - პირველ შემთხვევაში, ბერნარდო სილვას პასი კილიან მბაპემ შეირგო და ანგარიში გახსნა, მეორე გოლი კი მენდის გადაცემის შემდეგ ფაბინიომ შეაგდო.

პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათ კიდევ შეეძლოთ გატანა.

მეორე ნახევარში ინგლისელებმა მოუმატეს, გაცილებით უფრო სწრაფად ათამაშდნენ და მათი შეტევებიც უფრო მწვავე გახდა. მარტო კუნ აგუეროს დუბლის შესრულება მაინც შეეძლო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგა. არგენტინელმა ორი რეალური შანსი გაატანა ქარს. სტუმრებმა მაინც შეაგდეს, როდესაც ლეროი სანემ დამატებაზე ივარგა და "სიტისთვის" უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

2:1 უკვე სტუმრებს აძლევდათ ხელს და მაშინ, როდესაც მონაკოელები თითქოს დაღლილნი ჩანდნენ, სახიფათო სტანდარტული დაინიშნა, რომელიც ბაკაიოკომ გოლად აქცია - ეს იყო "ოქროს გოლი", რომელმაც მომდევო ეტაპზე "მონაკო" გაიყვანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რა შეიძლება ითქვას მეორე მატჩზე? - "ატლეტიკოს" გასვლაზე 4:2 ჰქონდა მოგებული და თავს მშვიდად გრძნობდა. მადრიდში განსაკუთრებული და საინტერესო არაფერი მომხდარა - უგოლო ფრე და დიეგო სიმეონეს გუნდი მეოთხედინალშია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ლევერკუზენი 0:0 (4:2)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, თომასი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (71. სავიჩი) - გრიზმანი, ა. კორეა (65. გაიტანი)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰილბერტი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ბელარაბი, ბაუმგარტლინგერი, კამპლი, ბრანდტი (78. ბაილეი) - ფოლანდი (88. არანგისი), ჩიჩარიტო (81. მეჰმედი)
მაყურებელი: 49 133

მონაკო-სიტი 3:1 (3:5)
გოლები: 1:0 მბაპე (8), 2:0 ფაბინიო (29), 2:1 სანე (71), 3:1 ბაკაიოკო (77)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, რაჯი (70. ტურე), ჟემერსონი, მენდი - ბ. სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - ჟერმენი (90. დირარი), მბაპე (81. ჟ. მოუტინიო)
სიტი (4-5-1): კაბალიერო - სანია, სტოუნსი, კოლაროვი, კლიში (84. იჰეანაჩო) - სტერლინგი, დე ბრუინი, ფერნანდინიო, სილვა, სანე - აგუერო
მაყურებელი: 18 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონა - პსჟ, ახლა მონაკო - სიტი
როდემდე უნდა ვუყუროთ ამ საფეხბურთო სპეკტაკლებს?????
0
romeli iyo speqtakli?gansakutrebit monako?tundac barsa?da tuiyo speqtaklsac dadgma unda!!!magram arcertiiyo speqtakli,radganac am klubebs imxela puliaqvt,ligaze speqtakli nagdad archirdebat.(chemi azrit ratqmaunda)
euhhh
14:04 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული