* "მანჩესტერ სიტი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც პირველ თამაშში 5 გოლი გაიტანა და ლიგის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
* მეოთხედფინალში გავიდნენ: "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო", "ბაიერნი", "დორტმუნდი", "იუვენტუსი", "ლესტერი" და "მონაკო".
* მეოთხედფინალის წილისყრა 17 მარტს ნიონში გაიმართება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერვედფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელი "მონაკოს" და "მანჩესტერ სიტის" შორის შედგა. პირველ შეხვედრაში ნამდვილი თრილერი ვიხილეთ, როდესაც რამდენჯერმე კარდინალურად შეიცვალა ვითარება და დაახლოებით იგივე განმეორდა განმეორებით პაექრობაშიც.
პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათ კიდევ შეეძლოთ გატანა.
მეორე ნახევარში ინგლისელებმა მოუმატეს, გაცილებით უფრო სწრაფად ათამაშდნენ და მათი შეტევებიც უფრო მწვავე გახდა. მარტო კუნ აგუეროს დუბლის შესრულება მაინც შეეძლო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგა. არგენტინელმა ორი რეალური შანსი გაატანა ქარს. სტუმრებმა მაინც შეაგდეს, როდესაც ლეროი სანემ დამატებაზე ივარგა და "სიტისთვის" უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
2:1 უკვე სტუმრებს აძლევდათ ხელს და მაშინ, როდესაც მონაკოელები თითქოს დაღლილნი ჩანდნენ, სახიფათო სტანდარტული დაინიშნა, რომელიც ბაკაიოკომ გოლად აქცია - ეს იყო "ოქროს გოლი", რომელმაც მომდევო ეტაპზე "მონაკო" გაიყვანა.
* * *
რა შეიძლება ითქვას მეორე მატჩზე? - "ატლეტიკოს" გასვლაზე 4:2 ჰქონდა მოგებული და თავს მშვიდად გრძნობდა. მადრიდში განსაკუთრებული და საინტერესო არაფერი მომხდარა - უგოლო ფრე და დიეგო სიმეონეს გუნდი მეოთხედინალშია. ატლეტიკო-ლევერკუზენი 0:0 (4:2)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, თომასი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (71. სავიჩი) - გრიზმანი, ა. კორეა (65. გაიტანი)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰილბერტი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ბელარაბი, ბაუმგარტლინგერი, კამპლი, ბრანდტი (78. ბაილეი) - ფოლანდი (88. არანგისი), ჩიჩარიტო (81. მეჰმედი)
მაყურებელი: 49 133
მონაკო-სიტი 3:1 (3:5)
გოლები: 1:0 მბაპე (8), 2:0 ფაბინიო (29), 2:1 სანე (71), 3:1 ბაკაიოკო (77)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, რაჯი (70. ტურე), ჟემერსონი, მენდი - ბ. სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - ჟერმენი (90. დირარი), მბაპე (81. ჟ. მოუტინიო)
სიტი (4-5-1): კაბალიერო - სანია, სტოუნსი, კოლაროვი, კლიში (84. იჰეანაჩო) - სტერლინგი, დე ბრუინი, ფერნანდინიო, სილვა, სანე - აგუერო
მაყურებელი: 18 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
როდემდე უნდა ვუყუროთ ამ საფეხბურთო სპეკტაკლებს?????