ხოსეპ გვარდიოლა: ზუსტად ამიტომ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "მონაკოსთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლუი მეორეზე" პეპი გააჩერეს [VIDEO]

"ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ პირველ ტაიმში თამაში დაგვავიწყდა. მეტოქის შეტევების დროს აგრესიულად გვინდოდა თავის დაცვა. "მანჩესტერ სიტი" მეორე ტაიმში უკეთესი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

საერთოდ, კარგი დონის თამაშს ვანახებთ, მაგრამ დღეს ეს არ გამოგვივიდა. ამ წაგებიდან გაკვეთილს გამოვიტანთ. ჯერ გამოცდილება გვაკლია.

მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა, რომ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ისინი
ვერ გამოვიყენეთ. ზუსტად ამიტომ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან.

ამ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტები. "ბარსელონა" და "რეალი" გასულ კვირას სწორედ სტანდარტებიდან იტანდნენ. ჩვენ კი ეს არ გამოგვივიდა.

საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაღალი დონის ტურნირია. ზოგჯერ აქ რამე განსაკუთრებულია საჭირო და ასევე, გამართლება. დღეს არც ერთი გვქონდა", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
გვარდიოლა ას ხატღით რუსულ კლუბსაც კი შეიძლება ვუგულშემატკივრო, არაუშავვს, მომავალ წელს შექმნის მაგარ გუნდს
ირაკლი
17 მარტი 2017 11:03
0
ნახევარდაცვა და მეკარე მოისუსტებენ სიტიში...-სხვა რგოლებს არაფერი დაეწუნება...
ბესო
16 მარტი 2017 21:35
0
ბარსელონა თამაშობდა მომავლის ფეხბურთს პეპის დროს, მწვრთნელი არაა მინდორზე იქ ფეხბურთელები თამაშობენ და სიტის ფეხბურთელები ვერ არიან ინიესტას, მესის და სხვების დონის ჯერ ჯერობით
barsa
16 მარტი 2017 20:15
0
რეზოს ვეთანხმები. გვარდიოლა თუ აღმოჩნდა მისი ხედვისგან შორს მდგომი ფეხბურთელების გარემოცვაში, ძალიან უჭირს უმაღლესი წარმატებების მიღწევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდი არ ჰყავს, ან თვითნ არაა ასეთი.ასეთ მწვრთნელთა კატეგორიას ერთეულები მიეკუთვნებიან
მმმ
16 მარტი 2017 16:38
0
პეპი ჩამოყალიბდა დიდებულ თეორეტიკოსად, რომელიც იმდენად არის შეპყრობილი თავისი ხედვით, რომ სინამდვილეს ფეხს ვეღარ უბამს, და პრაქტიკულად უსუსური გახდა მისი ფეხბურთი. თუ ფეხბურთელები მის იდეოლოგიაზე არ არიან აღზრდილი, არ იცის როგორ დადოს შედეგი ჩვეულებრივი ფეხბურთელებით. რაც მთავარია სისხარტე აკლია მის გუნდებს.
რეზო
16 მარტი 2017 12:44
0
ეს ის გუარდოლაა ხო ნომერ პირველი მწვრთნელი რომ ჰქვია))) მოაკლდა თამაშები გრანადასთან ხიხონთან აუგსბურგთან დარმშტადთან და მსგავს მზე გუნდებთან ))))
effe
16 მარტი 2017 12:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული