- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლუი მეორეზე" პეპი გააჩერეს [VIDEO]
"ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ პირველ ტაიმში თამაში დაგვავიწყდა. მეტოქის შეტევების დროს აგრესიულად გვინდოდა თავის დაცვა. "მანჩესტერ სიტი" მეორე ტაიმში უკეთესი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
საერთოდ, კარგი დონის თამაშს ვანახებთ, მაგრამ დღეს ეს არ გამოგვივიდა. ამ წაგებიდან გაკვეთილს გამოვიტანთ. ჯერ გამოცდილება გვაკლია.
მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა, რომ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ისინი
ამ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტები. "ბარსელონა" და "რეალი" გასულ კვირას სწორედ სტანდარტებიდან იტანდნენ. ჩვენ კი ეს არ გამოგვივიდა.
საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაღალი დონის ტურნირია. ზოგჯერ აქ რამე განსაკუთრებულია საჭირო და ასევე, გამართლება. დღეს არც ერთი გვქონდა", - თქვა გვარდიოლამ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით