ხოსეპ გვარდიოლა: ზუსტად ამიტომ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "მონაკოსთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლუი მეორეზე" პეპი გააჩერეს [VIDEO]

"ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ პირველ ტაიმში თამაში დაგვავიწყდა. მეტოქის შეტევების დროს აგრესიულად გვინდოდა თავის დაცვა. "მანჩესტერ სიტი" მეორე ტაიმში უკეთესი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

საერთოდ, კარგი დონის თამაშს ვანახებთ, მაგრამ დღეს ეს არ გამოგვივიდა. ამ წაგებიდან გაკვეთილს გამოვიტანთ. ჯერ გამოცდილება გვაკლია.

მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა, რომ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ისინი
ვერ გამოვიყენეთ. ზუსტად ამიტომ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან.

ამ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტები. "ბარსელონა" და "რეალი" გასულ კვირას სწორედ სტანდარტებიდან იტანდნენ. ჩვენ კი ეს არ გამოგვივიდა.

საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაღალი დონის ტურნირია. ზოგჯერ აქ რამე განსაკუთრებულია საჭირო და ასევე, გამართლება. დღეს არც ერთი გვქონდა", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
გვარდიოლა ას ხატღით რუსულ კლუბსაც კი შეიძლება ვუგულშემატკივრო, არაუშავვს, მომავალ წელს შექმნის მაგარ გუნდს
ირაკლი
11:03 17-03-2017
0
ნახევარდაცვა და მეკარე მოისუსტებენ სიტიში...-სხვა რგოლებს არაფერი დაეწუნება...
ბესო
21:35 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული