ზინედინ ზიდანი: არ მგონია, რომელიმე მწვრთნელს სურდეს, "ლესტერი" ამოუვიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღიარა, რომ არ სურს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლესტერს" შეხვდეს.

"არ მგონია, რომ არსებობდეს მწვრთნელი, რომელსაც "ლესტერთან" სურს შეხვედრა.

ისინი აგრძელებენ იმის მიღწევას, რისი მიღწევაც, როგორც მათ უთხრეს, არ შეუძლიათ. ბევრს ეგონა, რომ ისინი "სევილიას" ვერ გასცდებოდნენ, მაგრამ მათ ეს გააკეთეს.

"ლესტერი" არ იქნება ფავორიტი, ვისაც არ უნდა შეხვდეს. მათზე ზეწოლა არ ხდება, ხოლო მეტოქე - პირიქით და გამომდინარე აქედან, ყველაფერია შესაძლებელი.

მათ რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ გუნდი ვნებით თამაშობს, გულით. ასეთი გუნდების წინააღმდეგ
თამაში არ არის იოლი.

ტურნირის ამ სტადიაზე ნებისმიერი გუნდი იჯერებს საკუთარი ძალების და ოცნებობს, რომ ტურნირი მოიგოს", - თქვა ზიდანმა.

- ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა: როდის და როგორ

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
..არადა პირიქითაა-ყველა ლესტერს ნატრობს გულის სიღრმეში მეტოქედ...
ბესო
21:38 16-03-2017
0
ლესტერს რანიერის ცოდვა უწევს :)
nodari
23:45 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული