ლეონარდო ბონუჩი: მინდა, მეოთხედფინალში "ბარსელონას" შევხვდეთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ აღნიშნა, რომ სურს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონას" შეხვდეს.

იტალიელმა განაცხადა, რომ "იუვენტუსს" 2014/15 წლების სეზონის ფინალში (1:3) მარცხისთვის რევანშის აღება სურს.

"ლესტერი" ერთადერთი კლუბია, რომელსაც მეოთხედფინალში არ ელოდებოდნენ, მაგრამ მე პირადად მინდა, "ბარსელონას" შევხვდეთ.

"იუვენტუსისთვის" იმ გუნდთან შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგების საშუალება არ მისცა, შესანიშნავი სტიმული იქნებოდა.

ვის არ მინდა, რომ შევხვდეთ? "ბაიერნს". კარლო ანჩელოტი მსგავსი დაპირისპირების სპეციალისტია, ამიტომ ჯობია, მიუნხენელებს ფინალში შევხვდეთ", - თქვა ბონუჩიმ.

- ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა: როდის და როგორ

მომზადებულია FourFourTwo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეონარდ ვიცი "სასიამოვნო" მოგონებები გაკავშირებს ბავარიასთან და ფრთხილობ
გიო123
19:36 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული